საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია
22 მარ
2024 წლის გეგმები და სიახლეები სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსგან

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში მიმდინარეობს რეფორმები მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტული, საავტომობილო პარკის მოდერნიზების, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, სახმელეთო ტრანსპორტის ბაზრის გამართული და სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობის, ასევე საერთაშორისო სატრანსპორტო ორგანიზაციებში ინტეგრაციისა და პარტნიორი ქვეყნების არეალის გაზრდის მიზნით.

ქვეყნის შიგნით მგზავრთა გადაყვანის ქაოსური მდგომარეობა ამ ეტაპზე სააგენტოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რასაც ემატება არსებული ავტოსადგურების ინფრასტრუქტურულად გაუმართავი მდგომარეობა. სწორად ამ საკითხის რეგულირების მიზნით საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილმა ცვლილებებმა, დამატებითი როლი და პასუხისმგებლობა შესძინა სააგენტოს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან კოორდინაციაში, სააგენტო მიმდინარე წლიდან დაიწყებს ქვეყნის შიდა გადაყვანებში ჩართულ პირთა ნებართვებით უზრუნველყოფას და არსებული ავტოსადგურების სერტიფიცირებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებას, ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ უახლოეს მომავალში დადგინდება რეგისტრირებული ავტოსადგურებისათვის შესაბამისი კატეგორიების სასერტიფიკაციო პირობები, ეს ხელს შეუწყობს ავტოსადგურების თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად რეკონსტრუქციისა და ახალი საერთაშორისო დონის შესაბამისი მშენებლობის სტიმულირებას; ქვეყნის ავტოსატრანსპორტო სისტემის ევროპულ და მსოფლიო სატრანსპორტო სისტემაში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას; ტურიზმის განვითარებას; ავტოსატრანსპორტო უსაფრთხოების პროცესის და ეკოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესებას და სამგზავრო გადაყვანების სფეროში მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი და გამოცდილი კადრების დასაქმებას. კომერციული მიზნით მგზავრთა გადაყვანის დასარეგულირებლად, ავტოსადგურების რეფორმასთან ერთად მუნიციპალურ დონეზე განხორციელდება ტაქსების საქმიანობის ნებართვებით უზრუნველყოფა.

საერთაშორისო გადაყვანა/გადაზიდვასთან დაკავშირებული ოპერაციების უსაფრთხოდ განხორციელების მიზნით, იგეგმება საერთო სარგებლობის გზებზე მონიტორინგის განხორციელება, რომელიც მოიცავს ავტომობილის მასებისა და გაბარიტების, ტექნიკური გამართულობის, სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის, ტვირთის დამაგრების, მძღოლის შრომა - დასვენების რეჟიმების და სხვა საკითხების კონტროლს.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების საქმიანობის ეფექტური მონიტორინგის მიზნით, სააგენტო განახორციელებს მათ კონტროლს, რაც დღეის მდგომარეობით რეგულირების მიღმაა დარჩენილი. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში იგეგმება L კატეგორიის (მოტოციკლი) სატრანსპორტო საშუალებებისთვის სავალდებულო კომპონენტების და შემოწმების პერიოდულობის დადგენა.

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების საფუძველზე (07.06.22წ.), საავტომობილო ტრანსპორტის დარგში განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმა და კერძო სექტორს მიენიჭა საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართული პირების სწავლებისა და პერიოდული გადამზადების უფლება. აღნიშნული ცვლილების საფუძველზე, გამოიცა სააგენტოს დირექტორის ბრძანებები, რომლებითაც დამტკიცდა სასწავლო პროგრამები, ბარათების/სერტიფიკატების/მოწმობების ფორმები, მათი გაცემის წესი, კვალიფიკაციის მინიჭების წესი და ა.შ. რეფორმა უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებას და ამ მიმართულებით კომპეტენტური კონტინგენტის ზრდას, რაც ხელს შეუწყობს ტრანსპორტის სფეროს განვითარების დონესთან დაკავშირებით არსებული თანამედროვე მოთხოვნების დაკმაყოფილებას. 

ლევან გამყრელიძე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით საფუძველი ჩაეყარა კიდევ ერთ მნიშვნელოვან რეფორმას საავტომობილო ტრანსპორტის დარგში - ავტომობილებისა და ავტონაწილების „ტიპის დამტკიცებას“. „ტიპის დამტკიცების“ პროცედურა გულისხმობს ქმედებას, რომლის საფუძველზეც, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, როგორც ტიპის დამტკიცების უფლებამოსილი ორგანო, შესაბამისი შემოწმებით ადგენს, რომ სატრანსპორტო საშუალების, მოწყობილობის, ნაწილის, სისტემის, კომპონენტის და ცალკეული ტექნიკური ერთეულის ტიპი შესაბამისობაშია „თვლიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის და იმ მოწყობილობების და ნაწილების საგნებისათვის, რომლებიც შესაძლებელია დაყენდეს ან/და გამოყენებულ იქნეს თვლიან სატრანსპორტო საშუალებებზე, ერთგვაროვანი ტექნიკური მიწერილობების მიღების და ამ მიწერილობების საფუძველზე გაცემული ოფიციალური დამტკიცების ურთიერთაღიარების პირობების შესახებ“ გაეროს 1958 წლის შეთანხმებასთან. ზემოხსენებული პროცედურა აძლევს საშუალებას საერთაშორისო და რეგიონულ მწარმოებლებს, საქართველოში განახორციელონ სატრანსპორტო საშუალების, ნაწილის, სისტემის, კომპონენტის და ცალკეული ტექნიკური ერთეულის წარმოება საერთაშორისო სტანდარტით, რაც შემდგომ გააჩენს შესაძლებლობას, ზემოხსენებული შეთანხმების საფუძველზე წარმოებული პროდუქტი განათავსონ ამავე შეთანხმების წევრი ქვეყნების ბაზრებზე.

20 თებ
ინსპექტირების ცენტრების გამოწვევები 2024 წელს

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი სტუმრად გადაცემა ბიზნეს ფორმულაში

 

თემა: ინსპექტირების ცენტრების გამოწვევები 2024 წელს

 

09 თებ
რატომ არ ასრულებს ეკონომიკის სამინისტროს რეკომენდაციებს კომპანია "გრინვეი"
კომპანიამ "გრინვეი" ინსპექტირების მოძრავ ხაზებთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი წააგო
 
რატომ არ ასრულებს ეკონომიკის სამინისტროს რეკომენდაციებს კომპანია "გრინვეი"
 
07 თებ
საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის კრება გაიმართა

2024 წლის 2 თებერვალს გაიმართა საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის კრება. კრებაზე წევრებმა იმსჯელეს 2024 წლის გამოწვევებზე:

 

> მონიტორინგი ინსპექტირების სისტემაზე

> ინსპექტირების მოძრავი ხაზის არამიზნობრივად გამოყენება და შედეგები

> კანონის აღსრულების მექანიზმების დახვეწა და ინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობის გაზრდა

> ევროდირექტივით აღებული ვალდებულებების შესრულების შეფასება

30 ოქტ
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისა და ევროდირექტივების დანერგვის მნიშვნელობის შესახებ

დავით მესხიშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისა და ევროდირექტივების დანერგვის მნიშვნელობის შესახებ საუბრობს რუსთავი 2 - ის შესახებ

18 ოქტ
დავით მესხიშვილის ჩართვა იტალიიდან

დავით მესხიშვილის ჩართვა იტალიიდან, ქალაქი ისპრა. ევროკომისიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (JRC)

ევროკომისიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გამართული კონფერენციის შედეგები

ევროდირექტივების დანერგვის ეფექტიანობა და ევროინტეგრაციის პროცესი

 

18 ოქტ
ევროკომისიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გამართული კონფერენციის შედეგები
დავით მესხიშვილის ჩართვა იტალიიდან, ქალაქი ისპრა. ევროკომისიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (JRC)
 
| ევროკომისიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გამართული კონფერენციის შედეგები
| ევროდირექტივების დანერგვის ეფექტიანობა და ევროინტეგრაციის პროცესი
 
 
16 ოქტ
დავით მესხიშვილის შეხვედრა CITA-ს პრეზიდენტთან

ევროკომისიის კვლევით ცენტრში ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში, ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი საერთაშორისო ინსპექტირების კომიტეტის (CITA) პრეზიდენტს გერჰარდ მიულერს და ამავე კომიტეტის აღმასრულებელ დირექტორს ედუარს ფერნანდესს შეხვდა. 

 

შეხვედრაზე განიხილეს:

საქართველოში ინსპექტირების მიმდინარე რეფორმის ეტაპები

საგზაო და ეკოლოგიური უსაფრთხოების სტატუსი და გამოწვევები

ევროდირექტივების დანერგვის ეფექტიანობა და შედეგები

საქართველოში გასატარებელი რეფორმები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე

 

გერჰარდ მიულერის განცხადებით CITA მხარს დაუჭერს საქართველოში უსაფრთხოების სისტემების დანერგვას და განვითარებას, რაც დადებითად აისახება გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე, ამავდროულად საქართველო კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდება ევროკავშირს.

სიახლეების გამოწერა

დარეგისტრირდით ელ.ფოსტით

დაგეგმილი ღონისძიებები
ყველა ღონისძიების ნახვა