საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია
13 მაი
ტექ-ინსპექტირების რეფორმის პრობლემები

> გზებზე კანონის არაჯეროვანი აღსრულება

> ცენტრებში მიმართვიანობის დაბალი მაჩვენებელი

 

12 აპრ
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის გახსნა
თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, მაღალი დონის და თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრი გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია ტექნიკური ინსპექტირების 6 ხაზი მსუბუქი ავტომობილებისათვის, ხოლო 1 ხაზი სატვირთო და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის.
  • ტექ-ინსპექტირების 7 ხაზი
  • სერვისი რიგების გარეშე
  • კომფორტული მოსაცდელი სივრცე
  • კვალიფიციური პერსონალი
  • ადვილად მისადგომი ლოკაცია
მის: კახეთის გზატკეცილი N141
 
27 მარ
წიგნი

12345678

24 მარ
სასწავლო - საგამოცდო და პერიოდული ინსპექტირების ცენტრის გახსნა
19 მარტს, სასწავლო - საგამოცდო და პერიოდული ინსპექტირების ცენტრი გაიხსნა.
 
პროექტი საერთაშორისო მასშტაბისაა და ქართულ რეალობაში უპრეცედენტოა. ამიტომაც კავკასიის ცენტრში სწავლება დაგეგმილია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. სასწავლო ცენტრი წლის განმავლობაში მოამზადებს ტექნიკური დარგის ასეულობით სპეციალისტს, რაც შემდეგში შექმნის ამდენივე პერსონალის დასაქმების გარანტიას. ცენტრში სწავლებას გაივლიან შემდეგ ტექნიკურ პროფესიებში: ინსპექტორი, ტექნიკური მენეჯერი, ხარისხის მენეჯერი, მძღოლების და გადამზიდველების სპეციალური მომზადება, სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების სპეციალისტი, სპეც-ტექნიკის ოპერატორი მძღოლები, სპეციალური მომზადება უსაფრთხოებაზე, ავტოსატრანსპორტო ექსპერტიზა და სხვა.
 
გარდა თეორიული სწავლებისა, სასწავლო ცენტრში ჩატარდება პრაქტიკული მეცადინეობები, რისთვისაც მოეწყო ტექნიკური ინსპექტირების ერთი უნივერსალური და ექვსი LV ტესტირების ხაზი. ცენტრი აღჭურვილია მაღალი დონის აპარატურით. პროექტში უკვე განხორციელდა 6 მილიონი ლარის ინვესტიცია, რომლის მოცულობის გაზრდა იგეგმება
 
 
31 დეკ
დავით მესხიშვილის მიმართვა ინსპექტირების ცენტრებს

ასოციაცია არის პირველი

2020 წელი იყო ძალიან რთული და პრობლემებით გაჯერებული, სადაც განსაკუთრებული როლი შეასრულა კორონავირუსის პანდემიამ. ვირუსის გავრცელებით გამოწვეული შედეგები მძიმედ აისახა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე. მან გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ბიზნესის მრავალ მიმართულებას. ამ მხრივ გამონაკლისი არ ყოფილა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სფერო. თუმცა თქვენს ორგანიზებულობაზე და საქმისადმი სიყვარულზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ვირუსის გავრცელების პიკშიც კი, სირთულეებთან ბრძოლის პარალელურად მაინც ახერხებდით მომხმარებლისთვის მომსახურების მიწოდებას.   გავიხსენოთ რა ზიანი მიაყენა ინსპექტირების სფეროს კორონავირუსმა: საფრთხე შეუქმნა ინსპექტორების ჯანმრთელობას; გადაიდო საქართველოში გასამართი კავკასიის რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი CITA (ავტომობილების ინსპექტირების საერაშორისო კომიტეტი)-ს კონფერენცია; მოიშალა გზებზე კანონის აღსრულების სისტემა; გაუარესდა საგზაო უსაფრთხოების მაჩვენებლები; შენელდა პტი-რეფორმის მიმდინარეობის ტემპები; ბიზნესს შეუმცირდა შემოსავალი; შეფერხდა ჩვენი ასოციაციის მიერ დაგეგმილი მარკეტინგული სტრატეგიის განხორციელება; და ეს მხოლოდ  პრობლემების არასრული ჩამონათვალია! სერიოზული წინააღმდეგობების მიუხედავად: ასოციაციის ოფისი ინსპექტირების ცენტრებთან ერთად მუშაობდა უწყვეტად და იდგა ცენტრების სამსახურში; მთელი დატვირთვით მუშაობდა იურიდიული და მარკეტინგული მიმართულებები; გაიმართა ტექნიკური კომიტეტის სხდომები; ჩატარდა სემინარები.

თუმცა ახლა დავანებოთ თავი წარსულს და გავიხედოთ მომავლისკენ. რას ვფიქრობთ და რისი გაკეთება გვინდა? ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ასოციაციის სამოქმედო გეგმას ადგენთ თქვენ! მის მომავალს განსაზღვრავთ თქვენ! მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ პროცესებზე დადებითი გავლენა! რატომ? პასუხი მარტივია, თქვენზე კარგად არავინ იცის სფეროს პრობლემები, არავის ისე არ უდევს სფეროს პულსზე ხელი, როგორც თქვენ! ჩემი მიზანია, რომ მაქსიმალურად ვუზრუნველყო წევრების ჩართულობა პროცესებში. ზუსტად ამიტომ, 2021 წლის დასაწყისშივე, თქვენთან შეთანხმებით განვახორციელებ სტრუქტურულ ცვლილებებს, რომელიც ასოციაციის სამოქმედო არეალს კიდევ უფრო გააფართოებს, ხოლო მის სტრუქტურას გააძლიერებს და კიდევ უფრო მოიყვანს შესაბამისობაში CITA-ს სტანდარტებთან. ცოტა რამ ტექნიკური კომიტეტის გეგმებზეც ვთქვათ, რომელიც არის არამარტო ასოციაციის, არამედ მთლიანად დარგის მონაპოვარი. აქ საქართველოს საუკეთესო პროფესიონალებია შეკრებილი, რომლებიც განიხილავენ აქტუალურ საკითხებს და ამუშავებენ რეკომენდაციებს. კომიტეტს 3 თვეა, რაც ჩვენი მოწვევით ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ასოცირებული პროფესორი ელიზბარ დარჩიაშვილი ხელმძღვანელობს. ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე, ასეთი მასშტაბის მეცნიერისა და მენეჯერის არჩევა, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე თუ რა სერიოზული გეგმები გვაქვს დასახული. პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ კომიტეტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები უმეტესად გათვალისწინებულია სახელმწიფო სტრუქტურების მიერ, რაც მისასალმებელი ფაქტია.

ჩვენი ასოციაცია არის ინსპექტირების დარგში ერთადერთი ძლიერი, კომპეტენტური, ყველაზე გამოცდილი და ამავდროულად ყველაზე ნოვატორი ორგანიზაცია. მას უბრალოდ ალტერნატივა არ აქვს და არც ექნება. ამის თქმის საშუალებას მაძლევს გასული პერიოდი და მომავლის ხედვა. აი ჩამონათვალიც და თავად განსაჯეთ:

  • ასოციაცია იყო პირველი, რომელმაც გააერთიანა ინსპექტირების ცენტრები ერთი საერთო მიზნის ირგვლივ და შექმნა ბიზნესგაერთიანება, რომელმაც დაიცვა ბიზნესკომპანიების ინტერესები ყველაზე რთულ პერიოდში;
  • ასოციაცია იყო პირველი, რომელმაც შექმნა დარგში პრობლემების დროულად გადაჭრის მიზნით ეფექტიანი მექანიზმი ტექნიკური კომიტეტის სახით;
  • ასოციაცია იყო პირველი, ამავდროულად ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც CITA-მ მთელი პოსტსაბჭოთა სივრციდან მიიღო თავის რიგებში, ასეთი აღიარება არ მოუპოვებია მანამდე არავის. მალე ჩვენ მოგვბაძეს არამხოლოდ საქართველოდან, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდანაც;
  • ასოციაცია იყო პირველი, რომელმაც პირველად რეგიონში მოიპოვა CITA-ს საერთაშორისო კონფერენციის გამართვის უფლება;
  • ასოციაცია იყო პირველი, რომელმაც ღიად ისაუბრა, საჯაროდ და თამამად წამოწია კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული პრობლემები, როცა სხვები მიიჩნევდნენ, რომ პრობლემის დამალვა იქნებოდა  საუკეთესო გამოსავალი. მხოლოდ ჩვენი აქტიურობის, ძალისხმევის და თამამი ნაბიჯების შედეგად ჩაირთო „ჭკვიანი კამერები“ დეკემბრის დასაწყისში ქვეყნის მასშტაბით;
  • ასოციაცია იყო პირველი, რომელმაც დააორგანიზა პტი-ბიზნესსექტორის გაერთიანებული შეხვედრა სახელმწიფო სტრუქტურებთან. ონლაინ კონფერენცია იყო სფეროში პოზიტიური მოვლენა, სადაც განიხილეს ყველა აქტუალური საკითხი;
  • ასოციაცია არის პირველი, რომელიც აქტიურად საუბრობს „გზისპირა ინსპექტირების“ საჭიროებაზე, გზებზე კანონის აღსრულების დახვეწაზე და საჯარიმო სანქციების დღეს მოქმედი არაეფექტიანი მოდელის შეცვლის საჭიროებაზე;
  • ასოციაცია არის პირველი, რომელმაც უკვე წამოსწია ცენტრების მთავარი პრობლემები. მათ შორისაა ინსპექტირების საფასურის გაზრდისა და მისი კატეგორიებად დაყოფის საკითხი, აგრეთვე განმეორებით ინსპექტირებაზე საფასურის დაწესების საჭიროება;
  • ასოციაცია არის პირველი, რომლის წარმომადგენელიც CITA-ს პრეზიდენტის გერჰარდ მიულერის ბრძანებით ევროპის ოფისის ექსპერტად დაინიშნა და რომლის საკურატორო სფეროები (ტრენინგი, ხარისხის კონტროლი, სანდოობა) მოიცავს მთელ ევროპას;
  • ასოციაცია არის პირველი, რომლის წევრებსაც CITA-ში სრულფასოვანი ინტეგრაციის დამსახურებით პოტენციურ ინვესტორებთან ურთიერთობის საშუალება უსაზღვროდ ეხსნებათ, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით;
  • ასოციაცია არის პირველი, რომლის ეგიდითაც და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით დაარსდა და ძალიან მალე სრული დატვირთვით ამოქმედდება „კავკასიის სასწავლო-საგამოცდო ცენტრი“; ამ გზით, ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება ინსპექტორების კვალიფიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • ასოციაცია არის პირველი, რომელიც აფართოვებს თავის სამოქმედო არეალს და  კავკასიის სასწავლო-საგამოცდო ცენტრშიდაინტერესებულ პირებს, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად მოამზადებს  შემდეგ ტექნიკურ პროფესიებში: ინსპექტორი, ტექნიკური მენეჯერი, ხარისხის მენეჯერი, მძღოლი და გადამზიდველი, სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების სპეციალისტი, სპეც-ტექნიკის ოპერატორი მძღოლი, ავტოსატრანსპორტო ექსპერტიზა და სხვა.
  • ასოციაცია იქნება პირველი, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, მალევე ჩაუშვებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან, დაუჯერებელ და უპრეცედენტო მარკეტინგულ პროექტებს, რაც დადებითად აისახება წევრი ორგანიზაციების შემოსავლებზე;
  • ასოციაცია იქნება პირველი, რომელსაც საერთაშორისო ბიზნეს-პარტნიორების მხრიდან ექნება სრული მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა და რომლითაც ისარგებლებენ ასოციაციის წევრები;  

დიახ, ჩვენ პირველები ვართ! სიახლეების დანერგვა და ამბიციური გეგმების განხორცილება ჩვენი გუნდის სტიქიაა. ჩვენ არ ვგავართ: 1) მათ, ვინც მუდმივად დაკავებულია სხვისი გეგმის მიტაცებით; 2) მათ, ვინც მხოლოდ იდეეების კალკირებას ახერხებს და უცოდინრობის გამო ამასაც უხარისხოდ აკეთებს; 3) მათ, ვისაც პირველობის ამბიცია აქვს, მაგრამ განწირულია მეორეობისთვის (საუკეთესო შემთხვევაში)  და მაჩანჩალობისთვის 4) მათ, ვისაც თავად ვერაფერი მოუფიქრებია, სხვის აზრებს იპარავს, იბოღმება და პროცესის საზიანოდ მოქმედებს, ხშირად კი თვითდაზიანებითაა დაკავებული; 5) მათ, ვინც ასოციაციის მიღწევებზე პარაზიტირებს;

ეს ყველაფერი არწივის და ყვავის ამბავს მაგონებს, საახალწლოდ მცირე ლირიული გადახვევა: ყვავი ყოფილა ერთადერთი ფრინველი, რომელიც ბედავს შეაჯდეს არწივს ზურგზე და ჩაავლოს კისერში ნისკარტი. არწივი არც კი ცდილობს ჩამოაგდოს, არც ებრძვის, არ ხარჯავს მასზე დროსა და ენერგიას. იგი აფრინდება და ადის სულ უფრო მაღლა და მაღლა, და რაც უფრო მაღლა ადის, მით ნაკლები ჰაერი რჩება ყვავს სასუნთქად, იგი თანდათან კარგავს გონებას და ვარდება ძირს. იგუდება უჟანგბადობით. აქედან მორალი: როცა ადამიანი თავისი მაღალი მიზნისკენ მიდის, მან არ უნდა დაკარგოს დრო ვინმესთვის რამის მტკიცებაში. უნდა იაროს წინ და ზევით და ყველაფერი ზედმეტი თავისით ჩამოცილდება!

დიახ, ჩვენ ვივლით წინ და ზევით! გილოცავთ 2021 წელს! გისურვებთ ყველა სირთულის უკან მოტოვებას, ჯანმრთელობასა და წინსვლას! მადლობა გვერდით დგომისთვის! თითოეული თქვენთაგანი მაძლიერებს და მაძლევს რწმენას, რომ არცერთი ნაბიჯით არ დავიხიო უკან ჩვენი მიზნების მისაღწევად, რადაც არ უნდა დამიჯდეს ეს.

პატივისცემით და სიყვარულით, დავით მესხიშვილი

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი

CITA-ევროპის ოფისის ექსპერტი-ხარისხის კონტროლისა და ტრენინგის საკითხებში

 

28 დეკ
პროექტი - „ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ეფექტიანობის შეფასება და მისი შესაბამისობა ევროდირექტივასთან“

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ დაასრულა პროექტი - "ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ეფექტიანობის შეფასება და მისი შესაბამისობა ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 3 აპრილის 2014/45/EU დირექტივასთან“.

კვლევა მიმდინარეობდა 1 წლის განმავლობაში. შედეგად გამოიკვეთა აქტუალური საკითხები საგზაო და ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში. კვლევარებმა ეროვნული კანომდებლობა დეტალურად შეადარეს საერთაშორისო რეგულაციებს. ექსპერტთა და პროფესიონალთა მიერ დამუშავდა რეკომენდაციები, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებისათვის, ასევე კერძო სექტორისათვის.

პროექტი განხორციელდა საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელობით და ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.

კვლევის შედეგების სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილში.

21 დეკ
დავით მესხიშვილი ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტის (CITA) ევროპის ოფისში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დაინიშნა

ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტის (CITA) ევროპის ოფისში დავით მესხიშვილი საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დაინიშნა. დანიშვნის ბრძანებას ხელს აწერს CITA-ს (ავტომობილების ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტის) პრეზიდენტი გერჰარდ მიულერი და მისალოც წერილს აქვეყნებს.

წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„ძვირფასო დავით, მუდმივმოქმედი ბიურო, ევროპის ოფისის ხელმძღვანელობა და მე დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენი როლი იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ახალი სტრატეგიის ”გზა 2030”-ის შემუშავებისათვის, ასევე ჩვენი მიმდინარე და სამომავლო გამოწვევების მართვისათვის. მადლობას გიხდით გაწეული სამსახურისთვის და გისურვებთ წარმატებებს ახალ თანამდებობაზე“. CITA-ს მიზნებია: მსოფლიოში საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შემცირება, ამ შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობის ნულოვანი ნიშნულის მიღწევა, ეკოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღება. დავით მესხიშვილის ევროპაში საკურატორო სფეროებად განისაზღვრა ხარისხის კონტროლი, ტრენინგი და მომსახურების საანდობა. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტში მაღალ თანამდებობაზე საქართველოდან ინიშნება წარმომადგენელი.

„მადლობელი ვარ ნდობისთვის. ეს წარმატება ავტომობილების ინსპექტირების ასოციაციის ძლიერი გუნდის შრომისა და მონდომების შედეგია, რომელიც სფეროში ყველაზე მძლავრი ორგანიზაციაა დღეს საქართველოში და ასეთადაც დარჩება სამომავლოდ. ჯერ იყო ასოციაციის გაწევრიანება ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტში, რაც პოსტსაბჭოთა სივრციდან მართლაც დიდ წარმატებად და გარღვევად უნდა ჩავთვალოთ. ასოციაცია იყო პირველი ამ სივრციდან და სამაგალითო სხვა ორგანიზაციებისთვისაც. ამავდროულად ეს ნიშნავდა პირველ სერიოზულ სიგნალს განვითარებული მსოფლიოსთვის, რომ საქართველო რეფორმას გატარებდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მალევე ჩვენ მოვიპოვეთ CITA-ს ღონისძიების საქართველოში გამართვის უფლება. მარტში გასამართი საერთაშორისო კონფერენცია კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო, თუმცა ის საქართველოში აუცილებლად გაიმართება.

CITA-ს მუდმივმოქმედი ბიურო აქტიურად არის ჩართული საქართველოში ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მიმდინარეობის პროცესში, რისი დასტურიც არის მხარდაჭერა „კავკასიის სასწავლო-საგამოცდო ცენტრის“ დაარსებაში, რომელიც დაინტერესებულ პირებს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად მოამზადებს შემდეგ ტექნიკურ პროფესიებში: ინსპექტორი, ტექნიკური მენეჯერი, ხარისხის მენეჯერი, მძღოლი და გადამზიდველი, სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების სპეციალისტი, სპეც-ტექნიკის ოპერატორი მძღოლი, ავტოსატრანსპორტო ექსპერტიზა და სხვა. ინსპექტირების დარგში, მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტულ ორგანიზაციაში ჩემი დანიშვნით საერთაშორისო კომიტეტთან ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა. კარგად მაქვს გააზრებული, რომ ამ შემთხვევაში მე წარმოვადგენ საქართველოს. CITA-ს ევროპის ოფისში ჩემი საკურატორო სფეროები (ტრენინგი, ხარისხი, სანდოობა) მთავარი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ ევროკავშირის სახელმწიფოებისთვისაც. ვერთვები საერთაშორისო ექსპერტთა საუკეთესო გუნდში, რომელმაც უნდა განსაზღვროს ახალი სტრატეგია მთელი ევროპისათვის სახელწოდებით - ”გზა 2030“.“

21 დეკ
ეკოლოგიური უსაფრთხოება და გამონაბოლქვი
დავით მესხიშვილი რადიო კომერსანტის ეთერში
 
თემები:
✅ ეკოლოგიური უსაფრთხოება და გამონაბოლქვი
✅ ეკოლოგიური კლასის დაწესება იმპორტირებულ ტრანსპორტზე
✅ ცნობიერების ამაღლების კამპანიები
 
იხილეთ ვიდეო
 
სიახლეების გამოწერა

დარეგისტრირდით ელ.ფოსტით

დაგეგმილი ღონისძიებები
ყველა ღონისძიების ნახვა