საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია
17 ივლ
კვლევა - ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ეფექტიანობის შეფასება და მისი შესაბამისობა ევროდირექტივასთან

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ, საქართველოში ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ეფექტიანობის შეფასებაზე და მის შესაბამისობაზე ევროდირექტივასთან, პრობლემატური საკითხების შესწავლის მიზნით კვლევა ჩაატარა.

როგორც ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაში აცხადებენ კვლევის მიზანი იყო ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 3 აპრილის 2014/45/EU დირექტივის დანერგვის ეფექტიანობის შეფასება, რომელიც ითვალისწინებს:

  • ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების სფეროში არსებული ნაკლოვანებების გამოვლენას და ისეთი სისტემის შემუშავებას, რომელიც უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას და კორუფციის რისკების გამოვლენა-შემცირებას და მის ოპერატიულ აღმოფხვრას;
  • მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტში ხარვეზების იდენტიფიცირებას, დოკუმენტის შესაბამისობის შეფასებას 2014/45/EU დირექტივასთან მიმართებაში;
  • ინსპექტორთა სწავლება-გადამზადებისა და საგამოცდო სისტემის არსებული მოდელის ეფექტიანობის შესწავლას, მისი 2014/45/EU დირექტივასთან შესაბამისობის შეფასებას და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;

მიბმულ დოკუმენტში, შეგიძლიათ გაეცნოთ კვლევის სრულ ვერსიას.

08 ივლ
ავტომობილების ინსპექტირების ცენტრებმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრები ხელს აწერენ მემორანდუმზე, რითაც თანხმდებიან:

  • დაიცვან და გაერთიანდნენ, როგორც საკუთარი, ასევე ასოციაციის წევრთა უფლებების დასაცავად
  • იმოქმედონ ჯანსაღი კონკურენციის მისაღწევად და ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად
  • ხელი შეუწყონ საერთო ინტერესის გათვალისწინებით პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას, პროგრამების შემუშავებასა და საერთაშორისო სტანდარტების იმპლემენტაციას
  • ჩაერთვნენ შემეცნებითი ღონისძიების ჩატარებასა და ცნობიერების ამაღლების კამპანიის პროცესში, რომელიც ორიენტირებული იქნება მომხმარებელზე
  • ხელი შეუწყონ ევროდირექტივებთან ჰარმონიზაციის მიზნით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ ვადებში ევროდირექტივების იმპლემენტაციას
  • შეიმუშავონ წინადადებები და ხელი შეუწყონ ახალი სტანდარტების დანერგვას, რომელიც უზრუნველყოფს გზებზე კანონის აღსრულებას
06 ივლ
ინსპექტირების ცენტრების რეგიონული შეხვედრა

შაბათს 4 ივლისს, ქალაქ გურჯაანში, საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის კახეთის რეგიონული შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას დაესწრნენ ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი, კახეთის რეგიონის ინსპექტირების ცენტრების წარმომადგენლები, ასოციაციის იურიდიული და მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განიხილეს:

  • მიმდინარე აქტუალური საკითხები
  • სამართლებრივი საკითხები
  • მარკეტინგული გეგმები
  • ასოციაციის სამომავლო გეგმები

 

GVIBA - ტექ-ინსპექტირება საქართველოს მასშტაბით!

გადაამოწმე და დაჯავშნე ვიზიტი, ვებ-გვერდზე - www.pti.ge

25 ივნ
გზებზე ე. წ. შავი წერტილების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა მოხდება

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, საავტომობილო გზებზე ე. წ. შავი წერტილების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა მოხდება.

კანონპროექტის მიხედვით, „შავი წერტილი“ გულისხმობს გზის არაუმეტეს 300 მეტრიან მონაკვეთს, სადაც ბოლო 3 წლის განმავლობაში დაფიქსირებულია -

ადამიანის დაღუპვით დასრულებული სულ ცოტა ოთხი ავტოსაგზაო შემთხვევა და/ან ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით და/ან დაღუპვით დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელთა რიცხვი ჯამურად შეადგენს არანაკლებ ათს.

კანონპროექტის თანახმად, გზებზე „შავი წერტილების“ იდენტიფიცირებას მოახდენს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

შსს ამ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტსა ან/და მუნიციპალიტეტების ორგანოებს მიაწვდის, რის შემდეგომ აღნიშნული სამთავრობო ორგანოები გზებზე „შავი წერტილების“ აღმოფხვრის და მათზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, შეიმუშავებენ შესაბამისი ღონისძიებების განსახორციელებლად წესებს. ეს შესაძლოა გულისხმობდეს როგორც შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას, აგრეთვე სხვა მოკლევადიანი ღონისძიებების დაგეგმვას, რაც ხელს შეუწყობს არსებულ მონაკვეთებზე მდგომარეობის გაუმჯობესებას.

24 ივნ
საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ვირუსი

მსოფლიოში განვითარებული მოვლებიდან გამომდინარე, დღეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შესაბამისად covid-19 გავრცელების თავიდან ასარიდებლად, საჭიროა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნების საფუძველზე რიგი რეკომენდაციების გათვალისწინება:

> მუნიციპალიტეტებში გაზარდეთ ავტობუსების რაოდენობა მინიმუმ ორჯერ. რაოდენობის გასაზრდელად გამოიყენეთ საქალაქთაშორისო ავტობუსები, აგრეთვე ტურისტულ კომპანიებზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებები. ცნობისთვის: საქართველოში რეგისტრირებულია 23 000-ზე მეტი ავტობუსი;

> ამ გზით შემცირდება ლოდინის დრო, აგრეთვე, საზ-ტრანსპორტში შემცირდება მგზავრებს შორის სიმჭიდროვე; მაგალითად, დედაქალაქში ავტობუსების რაოდენობა გაზარდეთ 1 500-მდე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ხარჯზე; საზ-ტრანსპორტი მგზავრებით უნდა დაიტვირთოს მხოლოდ 50 %-ით;

> ავტობუსებში, მიკროავტობუსებსა და ტაქსიშიც დაამონტაჟეთ მძღოლის სივრცის მგზავრებისგან გამოსაყოფი დამცავი. უზრუნველყავით მძღოლები ყველა საჭირო დამცავი საშუალებით;

> ჩამოაყალიბეთ დროებითი სამსახური: „მგზავრის დამხმარე პერსონალი“, რომლის მთავარი ფუნქციაა, მგზავრებს ადგილზე მიაწოდოს რეკომენდაციები, გააცნოს საგანგებო წესები და მიუთითოს წესების დაცვისკენ. ჩვენ შემთხვევაში, ასეთი ფუნქცია გადამზადების შემდეგ შეიძლება შეასრულონ „კონტროლიორებმა“;

> დააწესეთ ყოველდღიური კონტროლი მძღოლების ჯანმრთელობაზე;

> განალაგეთ სპეციალური ნიშნულები და დისტანციის მიმთითებელი ნიშნები ყველა სატრანსპორტო საშუალებაში, ავტობუსში, მიკროავტობუსში, ავტოსადგურში, გაჩერებაზე, მეტროს მოსაცდელ სადგურსა თუ მატარებლის ვაგონში;

> მონიშნეთ დასაჯდომი ადგილები, რათა მგზავრებმა დაიცვან მოთხოვნილი მანძილი. შეამოწმეთ ნიშნულები ყოველდღიურად, რომ მისი დაზიანების ან მოძრობის შემთხვევაში დროულად შეცვალოთ ახლით;

> მგზავრები ავტობუსში ჩასხდომა/გადმოსხდომისას სარგებლობენ სხვადასხვა კარით;

> საზ-ტრანსპორტში დაამონტაჟეთ მოწყობილობა (სანიტაიზერი) ხელის დასამუშავებელი სპირტის შემცველი ხსნარის მისაღებად;

> ჩაატარეთ სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ავტობუსების გაჩერებებზე, ავტოსადგურებში, მეტროსადგურებში და თავად სატრანსპორტო საშუალებებში. აგრეთვე მეტროსა და მატარებლების ვაგონები დაამუშავეთ შესაბამისი ხსნარით;

 

დავით მესხიშვილის სვეტი.

 

GVIBA-ინსპექტირება საქართველოს მასშტაბით

www.pti.ge

08 ივნ
იცოდით რომ - მსოფლიოში ყველაზე მაღალი გარბენი, კომპანია ვოლვოს ავტომობილს აქვს?!

იცოდით რომ - მსოფლიოში ყველაზე მაღალი გარბენი, კომპანია ვოლვოს ავტომობილს აქვს?!

კომპანია ვოლვო, არამარტო უსაფრთხო ავტომობილის სტატუსით გამოირჩევა, არამედ მის ერთ-ერთ მოდელს Volvo P1800-ს, მსოფლიოში ყველაზე მაღალი გარბენი აქვს, ეს ავტომობილი ამ ფაქტის გამო 2014 წელს გინესის რეკორდებშიც კი შევიდა,

მისი მეპატრონე, ნიუ-იორკის მკვიდრი ირვ გორდონია, რომელმაც 25 წლის ასაკში 1966 წლის ვოლვო შეიძინა. გორდონი ყოველ წლიურად 100 000-დან 160 000-მდე კილომეტრს გადის მსოფლიოს მასშტაბით, საერთო ჯამში კი, მან 5 000 000 კილომეტრზე მეტი გაიარა.

გორდონი თავისი ავტომობილით საკმაოდ ინტენსიურად გადაადგილდება, როგორც ქალაქში, ასევე მის გარეთ. სხვადასხვა ავტოშოუების გამო ის მოგზაურობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და ზოგჯერ ევროპაშიც კი

კითხვაზე - როგორ შეძლო გორდონმა შეენარჩუნებია ავტომობილი 50 წლის მანძილზე ისე, რომ გაევლო 5 000 000 კილომეტრზე მეტი, მან ასე უპასუხა “დროული ტექ.დათვალიერება, ზეთისა და ფილტრების გამოცვლა, ორიგინალი სავალი ნაწილები და ძვირფასს ავტოსამრეცხაოებში რეცხვა - ესაა მთელი საიდუმლოობა, თუ როგორ შევინარჩუნოთ მანქანა იდეალურ მდგომარეობაში”

მაშასადამე, გორდონის მაგალითი გვაჩვენებს, რომ ავტომობილის კარგი მოვლით და დროული ტექ-ინსპექტირებით, შესაძლებელია გინესის რეკორდებშიც კი მოხვდეთ.

მოამზადე ავტომობილი, გაიარე დროული ტექ-ინსპექტირება GVIBA-ს ცენტრებში და გაუფრთხილდი მეგობარს!

GVIBA - ტექ-ინსპექტირება საქართველოს მასშტაბით!

გადაამოწმე და დაჯავშნე ვიზიტი, ვებ-გვერდზე - www.pti.ge

01 ივნ
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

GVIBA - გილოცავთ ბავშვთა საერთაშორისო დღეს

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა, ზაფხულის პირველი დღესავით ნათელი და თბილი არსებების დღე, სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ბავშვებისთვის გასართობი და კულტურული ღონისძიებები ეწყობა

თუმცა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი როდი აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია

 

29 მაი
"პაპი რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს" - საინტერესო ფაქტები

დავით მესხიშვილის სვეტი

„Fiat Campagnola“-ს 1953-დან 1974 წლამდე აწარმოებდა კომპანია “Fiat”. 1974 წლიდან კი (1987 წლის ჩათვლით), კომპანიამ მისი მოდერნიზებული ვერსია შემოგვთავაზა, რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა იტალიის შეიარაღებული ძალების მიერ.

თუმცა ეს ავტომობილი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში სულ სხვა ამბავის გამო მოხვდა. რომის პაპი იოანე პავლე II ქალაქ ტურინს სტუმრობდა, კომპანიამ პაპს გადაადგილებისთვის თეთრი ფერის (რძისფერი) Fiat 1107 შესთავაზა. Fiat-მა პაპისთვის ავტომობილი სპეციალური კონფიგურაციით დაამზადა:
•  პაპის ოვალური სავარძელი, რომელიც რკინის კონსტრუქციით არის აწყობილი ეყრდნობა ერთ ფეხს. კომფორტისთვის რკინის კონსტრუქცია შეფუთულია ტყავით მასში მოთავსებული რბილი ქსოვილით
•  იმისთვის რომ პაპს ერთდროულად შესძლებოდა ფეხზე დგომა და ხალხისთვის მისალმება, წონასწორობის დასაჭერად სავარძლის წინ იქვე, ხელის ჩასაჭიდებელი რკინის მილია
•  პაპი სალონში, ავტომობილის უკანა მხრიდან კიბეებით ადიოდა, სადაც სპეციალური „ხელის მოაჯირის“ მსგავსი კონსტრუქციაა მოწყობილი
•  პაპის სავარძლის ორივე მხარეს განივი ვიწრო ზომის დასაჯდომია დაცვის თანამშრომლებისთვის

მიუხედავად კომპანიის მცდელობისა, რომ დიზაინი მაქსიმალურად შეერბილებინათ, მას მაინც სამხედრო ავტომობილებისთვის დამახასიათებელი ნიშნები და კონტურები აქვს. ავტომობილი დარეგისტრირდა ქალაქ ვატიკანში 1980 წლის 12 მაისს და ის „პაპიმობილის“ სახელს ატარებდა 1 წელი და 1 დღე.

1981 წლის 13 მაისს რომის პაპი იოანე პავლე მეორე ტურინს სტუმრობდა. ის წმინდა პეტრეს მოედანზე ავტომობილით მიიყვანეს (Fiat 1107). ხალხს მიუახლოვდა, გოგონა აიყვანა ხელში, შემდეგ მშობლებს დაუბრუნა და მალევე გაისმა გასროლის ხმა „ბრაუნინგის“ ტიპის (9 კალიბრიანი) პისტოლეტით. პაპს ორი ტყვია მუცელში, ხოლო ორი, მარცხენა ხელში და მარჯვენა ფეხში მოხვდა, სულ 4 ტყვია.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ამერიკული ტელევიზია ABC-ის კორესპონდენტი პიტერ ჯენინგსი, მისი განცხადებით: „მოულოდნელად ხალხის ჯგუფიდან სროლა გაისმა. თვითმხილველთა მონაყოლით, პაპი შოკირებული იყო - წამით ადგილზე გაშეშდა და შემდეგ მოცელილივით დაეცა თავისი ავტომობილის სკამზე“. მიუხედავად იმისა, რომ პაპი შოკირებული იყო, ახლო კადრებში ჩანს, რომ ის სახეზე სიმშვიდეს ინარჩუნებს და თითქოს იღიმება კიდეც. ტერორისტს სროლა მონაზონმა ხელზე ჩაებღაუჭებით შეაწყვეტინა, მან მიმალვა ვერ შეძლო, ის დააკავეს. პაპი ერთი Fiat-დან მეორეში, სასწრაფო დახმარების ავტომობილში (Fiat-238) გადაიყვანეს. მან გზაში 3 ლიტრი სისხლი დაკარგა, ის სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.

️თავდამსხმელი ულტრამემარცხენე დაჯგუფების ,,რუხი მგლების” 23 წლის წევრი მეჰმეტ ალი აღჯა იყო. საგამოძიებო კომისიის მიერ, დიდ ბრიტანეთში გაქცეული ,,კგბ”-ს არქივის ყოფილი უფროსის, ვ.მიტროხინის ინფორმაციის საფუძველზე გაჩნდა ეჭვი, რომ იოანე პავლე II-ის თავიდან მოშორების ინიციატორები კომუნისტები იყვნენ, თუმცა თავდასხმის მოტივი მაინც ბუნდოვნად რჩებოდა, ვინაიდან ტერორისტს მოტივის შესახებ არასდროს უსაუბრია. თუმცა კომუნისტური სისტემის კვალის გამოჩენა სულაც არ იყო გასაკვირი! სწორედ იოანე პავლე II-ის და ამერიკის პრეზიდენტის რონალდ რეიგანის სახელებს დაუკავშირდება საბჭოეთის კომუნისტური რეჟიმის შლა, ბერლინის კედლის დანგრევა, აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების და საქართველოს განთავისუფლებაც.

️თავდასხმიდან 2 წლის შემდეგ 1983 წელს, რომის პაპი საპატიმროში შეხვდა ტერორისტს, რომელმაც მისი მოკვლა სცადა. მართლაც ამაღელვებელია შეხვედრის კადრების ხილვა. აღჯა შეხვედრისთანავე პაპს ხელზე ეამბორა. არავინ იცის ხანგრძლივი საუბრის შინაარსი, პაპს სიცოცხლის ბოლომდე არ გაუმხელია. ერთი კი ფაქტია, იოანე პავლე მეორემ აღჯას ჩადენილი დანაშაული აპატია. შეუნდო ადამიანს რომელმაც სასიკვდილოდ გაიმეტა იგი!
აღჯამ პაპის მკვლელობის მცდელობისთვის იტალიის ციხეში 19 წლისა და 11 თვის განმავლობაში იხდიდა სასჯელს, ხოლო 10 წელი თურქეთის ციხეში გაატარა.

იოანე პავლე მეორე გამორჩეული პაპი იყო. ის ბევრჯერ მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში, როგორც ყველაზე შემწყნარებელი პაპი ისტორიაში. არც მონანიება იყო მისთვის უცხო. მან პატიება ითხოვა ჯვაროსნული ლაშქრობებისა და ინკვიზიციის დროს ჩადენილი დანაშაულებებისთვის, მოახდინა ნიკოლაუს კოპერნიკისა და გალილეო გალილეის რეაბილიტაცია, აღიარა კათოლიკური ეკლესიის ბრალეულობა ბართლომეს ღამის ხოცვა-ჟლეტაში. გოდების კედელთან პაპმა პატიება ითხოვა ებრაელთა დევნისთვის და ასევე კათოლიკური ეკლესიის უმოქმედობისათვის მეორე მსოფლიო ომისა და ჰოლოკოსტის დროს. ამგვარი მონანიება არ ახსოვს ისტორიას! რომის პაპი იოანე პავლე II საქართველოს 1999 წლის 8 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ეს იყო რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურის პირველი ვიზიტი საქართველოში,

იოანე პავლე მეორე 2005 წელს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტერორისტი აღჯა 2010 წელს, 29 წლიანი პატიმრობის შემდეგ შეიწყნარეს და ციხიდან გაანთავისუფლეს. პაპის ავტომობილი „Fiat 1107“ („პაპიმობილი“), რომელმაც აქტიურად მხოლოდ 1 წელი და 1 დღე იცხოვრა, დღესაც ცოცხალია და ვატიკანის მუზეუმს ამშვენებს.

ფოტოები გადაღებულია ვატიკანის მუზეუმში. 2019 წელს დავით მესხიშვილის მიერ.

სიახლეების გამოწერა

დარეგისტრირდით ელ.ფოსტით

დაგეგმილი ღონისძიებები
ყველა ღონისძიების ნახვა