საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია
26 იან
ტექნიკური კომიტეტის სხდომა

20 დეკემბერს საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის ტექნიკური კომიტეტის რიგით მეორე სხდომა გაიმართა, სადაც განიხილეს შემდეგი საკითხები:

  • „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკურ რეგლამენტთან დაკავშირებული ცვლილებები
  • არაერთგვაროვანი მიდგომები

ყველა აღნიშნულ პრობლემას მიეცა სარეკომენდაციო ხასიათი და გაიგზავა შესაბამის უწყებებში რეაგირებისთვის

26 იან
ტრენინგი : სოციალური მედიის მართვა

6 დეკემბერს საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის ინიციატივით გაიმართა სემინარი შემდეგ თემაზე:

  • სოციალური მედიის მართვა

მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები

26 იან
ტრენინგი: ავტომობილების ტესტირება და გამოწვევები

4 დეკემბერს საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის ინიციატივითა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა სემინარი შემდეგ თემებზე:

  • საავტომობილო ტრანსპორტი - პრობლემები; პერსპექტივები
  • ავტომობილების ტესტირება და გამოწვევები.

მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები

26 იან
ტექნიკური კომიტეტის სხდომა

29 ნოემბერს საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის ტექნიკური კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც განიხილეს შემდეგი საკითხები:

  • ტექნიკური რეგლამენტი
  • არაერთგვაროვანი მიდგომები
  • შიდა მონიტორინგის სისტემა

ყველა აღნიშნულ პრობლემას მიეცა სარეკომენდაციო ხასიათი და გაიგზავა შესაბამის უწყებებში რეაგირებისთვის

25 იან
საერთაშორისო ორგანიზაცია ოპუსი, ასოციაცია GVIBA-ს ეწვია

5 სექტემბერს საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის მოწვევით, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს ესტუმრა, ოპუსის აღმასრულებელი დირექტორი ბილ დელი და ოპუსის აზიის მიმართულების ხელმძღვანელი ათულ შაჰი, მხარეებმა განიხილეს მიმდინარე საკითხები, დაათვალიერეს ტექ-ინსპექტირების ცენტრები და პოზიტიურად შეაფასეს ცენტრების აღჭურვილობა და მათი მუშაობის პროცესი.

25 იან
ასოციაციის კრება

23 სექტემბერს, გაიმართა საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის კრება, რომელსაც დაესწრო საქართველოში მოქმედი 39 ინსპექტირების ცენტრის ხელმძღვანელები. კრებაზე დამტკიცდა 2019-2020 წლის სამოქმედო გეგმა, ასოციაციის ახალი სტრუქტურა და ბიუჯეტი. სიახლეები და ცვლილებები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ორგანიზაცია CITA-ს რეკომენდაციებთან. ასოციაციის პრეზიდენტმა დავით მესხიშვილმა CITA-ს წევრობის სერთიფიკატები გადასცა ასოციაციის აქტიურ წევრებს.

25 იან
Gviba - საერთაშორისო ორგანიზაცია Cita-ს წევრი გახდა

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია საერთაშორისო ორგანიზაცია Cita-ს წევრი გახდა

ასოციაცია ტექ-ინსპექტირებაში არსებულ პრობლემებს Cita-ს საერთაშორისო კომიტეტს გადაუგზავნის, ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად საბოლოოდ შემუშავებული რეკომენდაციები სახელმწიფო სტრუქტურებს დაეგზავნებათ

სიახლეების გამოწერა

დარეგისტრირდით ელ.ფოსტით

დაგეგმილი ღონისძიებები
ყველა ღონისძიების ნახვა