ყველას გვსმენია ძალიან ბევრი ხუმრობა ქალებზე საჭესთან, მაგრამ გვავიწყდება, რომ სწორედ ქალი იყო პირველი ვინც ავტომობილების ისტორიაში პირველმა გაატარა პირველი ავტომობილი.
ეს ქალბატონი გახლავთ ბერტა ბენცი, კარლ ბენცის მეუღლე, რომელმაც შექმნა პირველი ავტომობილი 1988 წელს. მან ქმრის დაუკითხავად გამოიყვანა Patent-Motorwagen Model III და ყოველგვარი თანხმობისა და ლიცენზიის გარეშე გაატარა ის მანაჰეიმიდან პფორცჰეიმამდე.
სწორედ ეს 106 კილომეტრიანი მანძილი გახდა ისტორიული ავტოსამყაროში, როგორც პირველი გზა რომელიც განვლო ავტომობილმა დიდ დისტანციაზე. ბერტას განსაკუთრებული ტექნიკური ნიჭი ჰქონდა და ის მუდმივად არწმუნებდა მის მეუღლეს რომ მათ მიერ ავტომობილის შექმნაში დახარჯული დიდძალი ფული და მონდომება მათ დაუფასდებოდათ.
საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის ტექნიკური კომიტეტის თავმჯდომარე გახდა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ელიზბარ დარჩიაშვილი
ტექნიკური კომიტეტი უზრუნველყოფს:
• ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ მიღებული რეგულაციების ანალიზს და მათ იმპლემენტაციას
• ინსპექტირების სფეროში პრობლემების ანალიზს
• კანონმდებლობაში შესაძლო ხარვეზების გამოვლენასა და მათ გამოსასწორებლად რეკომენდაციების შემუშავებას
• სფეროს განვითარების მიზნით პროექტების მომზადებას და განხორციელებას
• სპეციალისტთა მოსამზადებელი სასწავლო გეგმების შემუშავებას და მისი იმპლემენტაციის პროცესის ხელშეწყობას.
2 ოქტომბერს გაფორმდა მემორანდუმი „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციასა“ და „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირს“ შორის.
ურთიერთანამშრომლობის მთავარი მიზანია:
• ავტომობილის გამონაბოლქვის წინააღმდეგ ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა
• საქართველოში რეალიზებული საწვავის ხარისხის მონიტორინგის განხორციელება
• ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება
• საქართველოში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ღონიძიებების მოწყობა და წინადადებების შემუშავება
• თანამშრომლობა ჯანსაღი კონკურენციის მისაღწევად და ბიზნეს-გარემოს გასაუმჯობესებლად
• ავტოპარკის განახლებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება
2020 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციამ გამართა კონფერენცია - "პტი-რეფორმის შეფასება და სამომავლო გეგმები 2020 - 2021" კონფერენციიაზე განხილული იქნა მიმდინარე აქტუალური საკითხები, ასევე წარმოდგენილი იყო ამბიციური გეგმები და ბევრი სასიამოვნო სიახლე, რაც ხელს შეუწყობს სფეროს გაჯანსაღებას, ევროპული გამოცდილების და სტანდარტების უფრო მეტად დანერგვას საქართველოში.
ავტომობილების ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტის CITA-ს, აღმასრულებელი დირექტორის ედუარდ ფერნანდესის სპეციალური მიმართვა, საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციას, სადაც ყურადღება გამახვილებულია კანონის აღსრულების მნიშვნელობაზე - "ყველაზე კვალიფიციური ინსპექტორები, საუკეთესო შემოწმების პროცედურა და საუკეთესო აღჭურვილობაც კი, არის უშედეგო კანონის აღსრულების გარეშე, ჩვენ არ შეგვიძლია დავივიწყოთ რომ მსოფლიოს გზებზე ყოველწლიურად 1 300 000 ადამიანი იღუპება, საგზაო შემთხვევებიც პანდემიაა, რომლის წინააღმდეგაც უნდა ვიბრძოლოთ"
სიახლე ტექინსპექტირებისას საქარე მინის დათვალიერების წესის შესახებ
14 სექტემბრიდან, დასაშვებია ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე წერტილოვანი დაზიანებ(ებ)ის არსებობა, სადაც წერტილოვანი დაზიანებ(ებ)ის დიამეტრი არ აღემატება 5 მილიმეტრს.
რაც იმას ნიშნავს, რომ ეს დეტალი აღარ ითვლება ხარვეზად და მისი გამოსწორება აღარ არის სავალდებულო
ვიზიტის დაჯავშნა შეგიძლია ჩვენს ვებ-გვერდზე www.pti.ge
ერთი წელია, რაც საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია, საერთაშორისო ორგანიზაცია CITA-ს (ავტომობილების ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტი) წევრია. ასოციაცია, პირველია საქართველოდან ვინც საერთაშორისო კომიტეტის წევრობის უფლება მოიპოვა.
„CITA-ში წევრობა საშუალებას გვაძლევს პირდაპირი კავშირი დავამყაროთ სხვადასხვა ავტორიტეტულ ორგანიზაციასთან და გავიზიაროთ მათი გამოცდილება, გავიცნოთ ახალი მეცნიერული მიღწევები, მუდმივად ვიყოთ ინფორმაციის გაცვლის რეჟიმში წევრ ორგანიზაციებთან, დავინახოთ ახალი ბიზნეს პერსპექტივები. CITA-ს მიზანია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობის შემცირება და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება.
„CITA-ში წევრობა, ეს არის, ტრანსპორტის სფეროს სწორი და დროული განვითარება, რაც არის საქართველოს წინსვლისა და წარმატების ერთ-ერთი გარანტი ევრო-ინტეგრაციის გზაზე.
ცალკეულ მუნიციპალიტეტებში ვიდეოკამერები დარღვევაზე არ რეაგირებს, – ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია (GTRA).
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოს სხვადასხვა რაიონსა თუ ქალაქში გზებზე განთავსებული ე.წ. „ჭკვიანი კამერები“ გათიშულია და არ ფუნქციონირებს, უკვე მეორედ, რეალურ ვითარებაში გადაამოწმა საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ. ასოციაციის ინფორმაციით, ამჟამად, დაკვირვება მოხდა შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ქობულეთი, ფოთი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ბორჯომი, ახალქალაქი, ქარელი, კასპი, ყვარელი, ახალციხე, სამტრედია, მცხეთა.
განცხადება
ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოს სხვადასხვა რაიონსა თუ ქალაქში გზებზე განთავსებული ე.წ. „ჭკვიანი კამერები“ გათიშულია და არ ფუნქციონირებს, უკვე მეორედ, რეალურ ვითარებაში გადაამოწმა საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ. ამჟამად, დაკვირვება მოხდა შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ქობულეთი, ფოთი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ბორჯომი, ახალქალაქი, ქარელი, კასპი, ყვარელი, ახალციხე, სამტრედია, მცხეთა.
შესწავლის მეთოდოლოგია: ვიდეოკამერასთან გაიარა იმ სატრანსპორტო საშუალებამ, რომელსაც პერიოდული ტექ-ინსპექტირების გავლის ვადა უკვე ამოწურული (გადაცილებული) ჰქონდა და კანონით მათზე უნდა გატარებულიყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია. არცერთ შემთხვევაში, არცერთ მუნიციპალიტეტში კამერების მიერ დარღვევაზე რეაგირება არ მომხდარა, რითაც გავრცელებული ინფორმაცია ვიდეოკამერების გამორთვისა ან/და გაუმართაობის შესახებ დადასტურდა. აღნიშნულს, საუბარში ადასტურებენ იმ რაიონის მცხოვრებლები და მძღოლებიც. დიდი ალბათობით ვიდეოკამერების მიერ არ ხდება სრულფასოვანი რეაგირება საგზაო მოძრაობის წესების სხვა დარღვევებზეც, მაგრამ ასოციაციის მიერ გადამოწმდა მხოლოდ ერთი პარამეტრი-ავტოსატრანსპორტო საშუალება რომელსაც არ გაუვლია ტექ-ინსპექტირება. კანონის არაღსრულება ტექ-ინსპექტირების რეფორმასაც უქმნის საფრთხეს, შედეგად ბოლო პერიოდში ინსპექტირების ცენტრებში მომხმარებელთა მიმართვიანობა იკლებს შეუქცევადად.
საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისა და ამ შემთხვევებში დასახიჩრებულ/დაღუპულ მოქალაქეთა რაოდენობა საგანგაშოა და ეს მაჩვენებელი თითქმის ყველაზე უარესია ევროპის მასშტაბით. მიუხედავად კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვებისა, 2020 წლის 6 თვეში დაიღუპა 203, ხოლო დაშავდა 3 000-მდე ადამიანი. განსაკუთრებით საგანგაშოა ვიდეოკამერების გაუმართაობა ტურისტულ ზონებში, იქ სადაც საგზაო მოძრაობა ინტენსიურია (მაგალითად ქობულეთი, ბორჯომი, სამტრედია). ჩვენ მხარს ვუჭერთ „ჭკვიანი კამერების“ პროგრამის დანერგვას და მიგვაჩნია რომ საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების ასამაღლებლად ეს მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ვიდეოკამერების შეფერხებით მუშაობა და პროგრამულად გათიშვა შემაშფოთებელ ფაქტად რჩება. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ!