ამ ეტაპზე ვუგზავნით მთავრობას ზემოაღნიშნული საბჭოს შემადგენლობის პროექტს:
გამოვთქვამთ მზაობას, რათა უახლოეს პერიოდში ზემოაღნიშნულ საბჭოსთან დაკავშირებული დეტალები განვიხილოთ პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკურ გუნდთან.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, „საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ მიერ 2018 წელს შეძენილი 2.5 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი კამერები დასაწყობებულია.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფინანსური ანგარიშგების შესახებ მომზადებულ აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, „საავტომობილო გზების დეპარტამენტმა“ 800 ცალი ვიდეოსამეთვალყურეო კამერა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადასაცემად შეიძინა, თუმცა გადაცემა დღემდე არ მომხდარა და კამერები შინაგან საქმეთა სამინისტროს საწყობშია დასაწყობებული.
„საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ „ძირითადი აქტივების“ მუხლში აღრიცხულია 2,496,000 ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი 800 ცალი ვიდეოსამეთვალყურეო კამერა (თანმდევი მოწყობილობებით), რომლებიც 2018 წელს იქნა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადასაცემად. გადაცემა დღემდე არ განხორციელებულა, თუმცა კამერები დასაწყობებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საწყობში და „საავტომობილო გზების დეპარტამენტი“ არ იყენებს და ვერ აკონტროლებს მათ. შესაბამისად, აღნიშნული ძირითადი საშუალებები ვერ აკმაყოფილებენ აქტივად აღიარების კრიტერიუმებს“, - აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.
ამასთან, სახელწიფო აუდიტის სამსახურს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2019 წლის 31 დეკემბრით დასრულებული პერიოდისთვის მომზადებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების შესახებ უარყოფითი დასკვნა აქვს.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანდართული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, მომზადებული არ არის საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად“, - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში.
წყარო: IPN
ვაკის რაიონში, 20 ნოემბრიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სიტემა ამოქმედდება. ზონალური პარკირებისთვის აღნიშნულ რაიონში 1 629 ადგილია განსაზღვრული. მსუბუქი ავტომობილების პარკირებისთვის 1 577 ადგილია გამოყოფილი, შშმ პირთათვის 47 ადგილი, ხოლო ელექტრომობილების დამუხტვისთვის ხუთი ადგილია განსაზღვრული.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ - ზონალურ-საათობრივი პარკირების სივრციდან 100 მეტრის რადიუსში მცხოვრებ მოქალაქეებს, ან იმ პირებს, რომლებსაც ამ ტერიტორიაზე უძრავი ქონება გააჩნიათ, უფლება აქვთ, მათ მიერ გათვალისწინებულ ორ სატრანსპორტო საშუალებაზე უფასო პარკირებით ისარგებლონ.
ამასთანავე, ზონალური პარკირებით სარგებლობა უფასოდ, შშმ პირებს და ელექტრომობილების მფლობელებს შეუძლიათ.
ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ან უძრავი ქონების მფლობელებმა უფასო პარკირებისთვის რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებგვერდზე - www.tp.ge, სადაც ID ბარათით რეგისტრაციის შემდეგ, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და საკადასტრო კოდი აღინიშნება.
ზონალური პარკირებით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა Play Store ან Apple Store-ის დახმარებით, მობილური აპლიკაცია - Tbilisi Parking უნდა ჩამოტვირთონ, გაიარონ რეგისტრაცია/ავტორიზაცია და ელექტრონული გადახდის მეთოდით, ფასიანი ავტოსადგომით ისარგებლონ. აპლიკაციაში ასევე მოცემულია რუკა, სადაც ნომრების მიხედვით, ზონალური პარკირების ყველა არეალია აღნიშნული.
ზონალური პარკირებისთვის განკუთვნილი საინფორმაციო ჯიხურები განთავსებული იქნება შემდეგ ლოკაციებზე: თამარაშვილის ქუჩა N11; ყიფშიძის ქუჩა N9; მიშველაძის ქუჩა N2; ბერძენიშვილის ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირის კვეთა N62; აბაშიძის ქუჩა N40; მრგვალი ბაღი; ფალიაშვილის ქუჩა/გეგეშიძის ბაღი; კეკელიძის ქუჩა N14. მუნიციპალურ პავილიონებში მოქალაქეები პარკირების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის მიღებას შეძლებენ.
ნებისმიერი პირისთვის 24 საათის განმავლობაში, პარკირების პირველი 15 წუთი უფასოა.
26 ოქტომბერს, თბილისში „კავკასიის სასწავლო და საგამოცდო ცენტრი“ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახი კალაძე დაესწრო.
თბილისის მერის თქმით, "ცენტრი ხელს შეუწყობს სხვადასხვა ტექნიკურ დარგში კადრების პროფესიულ დონეზე მომზადებას და მათ დასაქმებას".
პროექტი საერთაშორისო მასშტაბისაა და ქართულ რეალობაში უპრეცედენტოა. ამიტომაც კავკასიის ცენტრში სწავლება დაგეგმილია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. სასწავლო ცენტრი წლის განმავლობაში მოამზადებს ტექნიკური დარგის ასეულობით სპეციალისტს, რაც შემდეგში შექმნის ამდენივე პერსონალის დასაქმების გარანტიას.
ცენტრში სწავლებას გაივლიან შემდეგ ტექნიკურ პროფესიებში: ინსპექტორი, ტექნიკური მენეჯერი, ხარისხის მენეჯერი, მძღოლების და გადამზიდველების სპეციალური მომზადება, სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების სპეციალისტი, სპეც-ტექნიკის ოპერატორი მძღოლები, სპეციალური მომზადება უსაფრთხოებაზე, ავტოსატრანსპორტო ექსპერტიზა და სხვა.
26 ოქტომბერს კავკასიის სასწავლო და საგამოცდო ცენტრის პრეზენტაციას დედაქალაქის მერი კახი კალაძე დაესწრო.
თბილისის მერის თქმით, "ცენტრი ხელს შეუწყობს სხვადასხვა ტექნიკურ დარგში კადრების პროფესიულ დონეზე მომზადებას და მათ დასაქმებას".
ცენტრში სწავლებას გაივლიან შემდეგ ტექნიკურ პროფესიებში: ინსპექტორი, ტექნიკური მენეჯერი, ხარისხის მენეჯერი, მძღოლების და გადამზიდველების სპეციალური მომზადება, სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების სპეციალისტი, სპეც-ტექნიკის ოპერატორი მძღოლები, სპეციალური მომზადება უსაფრთხოებაზე, ავტოსატრანსპორტო ექსპერტიზა და სხვა.
პროექტი საერთაშორისო მასშტაბისაა და ქართულ რეალობაში უპრეცედენტოა. ამიტომაც კავკასიის ცენტრში სწავლება დაგეგმილია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. სასწავლო ცენტრი წლის განმავლობაში მოამზადებს ტექნიკური დარგის ასეულობით სპეციალისტს, რაც შემდეგში შექმნის ამდენივე პერსონალის დასაქმების გარანტიას.
გარდა თეორიული სწავლებისა, სასწავლო ცენტრში ჩატარდება პრაქტიკული მეცადინეობები, რისთვისაც მოეწყო ტექნიკური ინსპექტირების 1 უნივერსალური და 6 LV ტესტირების ხაზი, სულ 7 ხაზი. ცენტრი აღჭურვილია ბრენდი-კომპანიების აპარატურით: MAHA (გერმანია), CAPELEC (საფრანგეთი).
26 ოქტომბერს, თბილისში, „კავკასიის სასწავლო და საგამოცდო ცენტრის“ პრეზენტაცია გაიმართა
პროექტი საერთაშორისო მასშტაბისაა და ქართულ რეალობაში უპრეცედენტოა. ამიტომაც კავკასიის ცენტრში სწავლება დაგეგმილია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. სასწავლო ცენტრი წლის განმავლობაში მოამზადებს ტექნიკური დარგის ასეულობით სპეციალისტს, რაც შემდეგში შექმნის ამდენივე პერსონალის დასაქმების გარანტიას. გარდა თეორიული სწავლებისა, სასწავლო ცენტრში ჩატარდება პრაქტიკული მეცადინეობები, რისთვისაც მოეწყო ტექნიკური ინსპექტირების 1 უნივერსალური და 6 LV ტესტირების ხაზი, სულ 7 ხაზი. ცენტრი აღჭურვილია ბრენდი-კომპანიების აპარატურით: MAHA (გერმანია), CAPELEC (საფრანგეთი).
ცენტრში სწავლებას გაივლიან შემდეგ ტექნიკურ პროფესიებში: ინსპექტორი, ტექნიკური მენეჯერი, ხარისხის მენეჯერი, მძღოლების და გადამზიდველების სპეციალური მომზადება, სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების სპეციალისტი, სპეც-ტექნიკის ოპერატორი მძღოლები, სპეციალური მომზადება უსაფრთხოებაზე, ავტოსატრანსპორტო ექსპერტიზა და სხვა.
კავკასიის სასწავლო-საგამოცდო ცენტრი თანამშრომლობს ავტომობილების ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტთან (CITA). ცენტრის სასწავლო პროგრამები განისაზღვრება საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად, პარტნიორ გერმანულ კომპანიასთან შეთანხმებით, ხოლო სასწავლო პროგრამის წარმატებით გავლის შედეგად გაიცემა სერტიფიკატები.