Georgian Vehicle Inspection Bodies Association
EN
01 apr
2024 წლის გეგმები და სიახლეები აკრედიტაციის ცენტრისგან

ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა დაიწყო 2017 წლიდან, რასაც მოჰყვა ინსპექტირების არაერთი ცენტრის ევროპული რეგულაციების მოთხოვნათა შესაბამისად მოწყობა/აღჭურვა შესაბამისი აპარატურით და საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისობაზე აკრედიტაცია. მართალია რეფორმის საწყის ეტაპზე იყო გარკვეული სირთულეები, როგორც უშუალოდ აკრედიტებული ინსპექტირების ცენტრებში დასაქმებული პერსონალის კვალიფიკაციის, ასევე მათ მიერ განხორციელებული ინსპექტირების ხარისხის კუთხით, თუმცა, აკრედიტაციის ცენტრის მიზანმიმართულმა საქმიანობამ და შეფასებებმა პტი ცენტრების პერსონალის კომპეტენციასთან და ინსპექტირების ხარისხთან მიმართებით, განსაკუთრებით ამ ბოლო წლებში თავისი დადებითი შედეგი გამოიღო, რაშიც შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში, ჩართული იყო როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ასევე სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო. სფეროს განვითარებაზე დადებითი გავლენა იქონია პროფესიულ ასოციაციებთან და აკრედიტებული ორგანოების წარმომადგენლებთან უშუალო  კომუნიკაციამ და შეხვედრებმა.

აკრედიტაციის ცენტრის დადგენილ უფლებამოსილებას წარმოადგენს სხვადასხვა სფეროში შესაბამისობის შემფასებელი ორგანოებისა და მათი პერსონალის, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება და მათი კომპეტენციის დადგენა სპეციფიკური საქმიანობის განხორციელებაში. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ორგანოებში განხორციელებული პერიოდული შეფასებების ფარგლებში, მხოლოდ ინსპექტირების ცენტრებში (რომელთა რაოდენობაც დღეის მდგომარეობით 42-ს შეადგენს, საქართველოს მასშტაბით - 76 ლოკაციაზე და 3 მოძრავი ხაზი) დასაქმებული ინსპექტორებიდან 2021 წელს კომპეტენცია ვერ დაადასტურა 150-ზე მეტმა ინსპექტორმა, რასაც შესაბამისი რეაგირებები მოჰყვა უშუალოდ დამსაქმებელი ცენტრების მხრიდან (უმრავლესობა გადამზადდა, გამკაცრდა მენეჯმენტისადმი მოთხოვნები და სხვა). 2022 წელს კი, ეს მონაცემი თითქმის ორჯერ შემცირდა, ხოლო მომდევნო წლებში და გასულ წელს მხოლოდ რამდენიმე  კომპანიაში გამოვლინდა პერსონალის არაკომპეტენტურობა და ისიც მხოლოდ ახლად დანიშნული პერსონალის შემთხვევაში. 

რაც შეეხება 2022  და 2023  წლის ინსპექტირების შედეგებს  თუ შევადარებთ - 2022 წლის ასს 1 028 810 ინსპექტირებასთან შედარებით 2023 წელს შედეგები გაზრდილია 60 000 ერთეულითთ და შეადგინა 1 088 606, რაც მოწმობს მიმართვიანობის ზრდაზე. ასევე დადებითი ტენდენციაა გამონაბოლქვზე დახარვეზებისასაც, კერძოდ 2022 წელს დახარვეზების რაოდენობა იყო 103 848, ხოლო 2023 წელს - 100 643. წარმოდგენილი მონაცემები ცხადყოფს, რომ რეფორმის მიმდინარეობას ტემპი არ დაუკლია. პირიქით, უამრავი დადებითი შედეგი გამოიღო, როგორც სოციალური კუთხით (სფეროში 1000-ზე მეტი პირია დასაქმებული), ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დასაქმებული პერსონალის კომპეტენციის ამაღლების კუთხითაც.

რა თქმა უნდა, დადებით ტენდენციებსა და შედეგებს ჯერ კიდევ ახლავს როგორც პტი რეფორმის ფარგლებში, ასევე აკრედიტაციის ცენტრის მიერ სხვადასხვა სფეროებში აკრედიტებული ორგანოების საქმიანობაში თავისი გამოწვევები და სირთულეები, თუმცა დარწმუნებით უნდა ითქვას, რომ  აკრედიტაციის ცენტრი მცდელობას არ დააკლებს ამ გამოწვევების დაძლევას და მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მასზე დაკისრებული მოვალეობების მიზანმიმართულ შესრულებას. 

22 mar
2024 წლის გეგმები და სიახლეები სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსგან

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში მიმდინარეობს რეფორმები მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტული, საავტომობილო პარკის მოდერნიზების, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, სახმელეთო ტრანსპორტის ბაზრის გამართული და სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობის, ასევე საერთაშორისო სატრანსპორტო ორგანიზაციებში ინტეგრაციისა და პარტნიორი ქვეყნების არეალის გაზრდის მიზნით.

ქვეყნის შიგნით მგზავრთა გადაყვანის ქაოსური მდგომარეობა ამ ეტაპზე სააგენტოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რასაც ემატება არსებული ავტოსადგურების ინფრასტრუქტურულად გაუმართავი მდგომარეობა. სწორად ამ საკითხის რეგულირების მიზნით საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილმა ცვლილებებმა, დამატებითი როლი და პასუხისმგებლობა შესძინა სააგენტოს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან კოორდინაციაში, სააგენტო მიმდინარე წლიდან დაიწყებს ქვეყნის შიდა გადაყვანებში ჩართულ პირთა ნებართვებით უზრუნველყოფას და არსებული ავტოსადგურების სერტიფიცირებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებას, ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ უახლოეს მომავალში დადგინდება რეგისტრირებული ავტოსადგურებისათვის შესაბამისი კატეგორიების სასერტიფიკაციო პირობები, ეს ხელს შეუწყობს ავტოსადგურების თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად რეკონსტრუქციისა და ახალი საერთაშორისო დონის შესაბამისი მშენებლობის სტიმულირებას; ქვეყნის ავტოსატრანსპორტო სისტემის ევროპულ და მსოფლიო სატრანსპორტო სისტემაში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას; ტურიზმის განვითარებას; ავტოსატრანსპორტო უსაფრთხოების პროცესის და ეკოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესებას და სამგზავრო გადაყვანების სფეროში მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი და გამოცდილი კადრების დასაქმებას. კომერციული მიზნით მგზავრთა გადაყვანის დასარეგულირებლად, ავტოსადგურების რეფორმასთან ერთად მუნიციპალურ დონეზე განხორციელდება ტაქსების საქმიანობის ნებართვებით უზრუნველყოფა.

საერთაშორისო გადაყვანა/გადაზიდვასთან დაკავშირებული ოპერაციების უსაფრთხოდ განხორციელების მიზნით, იგეგმება საერთო სარგებლობის გზებზე მონიტორინგის განხორციელება, რომელიც მოიცავს ავტომობილის მასებისა და გაბარიტების, ტექნიკური გამართულობის, სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის, ტვირთის დამაგრების, მძღოლის შრომა - დასვენების რეჟიმების და სხვა საკითხების კონტროლს.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების საქმიანობის ეფექტური მონიტორინგის მიზნით, სააგენტო განახორციელებს მათ კონტროლს, რაც დღეის მდგომარეობით რეგულირების მიღმაა დარჩენილი. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში იგეგმება L კატეგორიის (მოტოციკლი) სატრანსპორტო საშუალებებისთვის სავალდებულო კომპონენტების და შემოწმების პერიოდულობის დადგენა.

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების საფუძველზე (07.06.22წ.), საავტომობილო ტრანსპორტის დარგში განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმა და კერძო სექტორს მიენიჭა საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართული პირების სწავლებისა და პერიოდული გადამზადების უფლება. აღნიშნული ცვლილების საფუძველზე, გამოიცა სააგენტოს დირექტორის ბრძანებები, რომლებითაც დამტკიცდა სასწავლო პროგრამები, ბარათების/სერტიფიკატების/მოწმობების ფორმები, მათი გაცემის წესი, კვალიფიკაციის მინიჭების წესი და ა.შ. რეფორმა უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებას და ამ მიმართულებით კომპეტენტური კონტინგენტის ზრდას, რაც ხელს შეუწყობს ტრანსპორტის სფეროს განვითარების დონესთან დაკავშირებით არსებული თანამედროვე მოთხოვნების დაკმაყოფილებას. 

ლევან გამყრელიძე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით საფუძველი ჩაეყარა კიდევ ერთ მნიშვნელოვან რეფორმას საავტომობილო ტრანსპორტის დარგში - ავტომობილებისა და ავტონაწილების „ტიპის დამტკიცებას“. „ტიპის დამტკიცების“ პროცედურა გულისხმობს ქმედებას, რომლის საფუძველზეც, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, როგორც ტიპის დამტკიცების უფლებამოსილი ორგანო, შესაბამისი შემოწმებით ადგენს, რომ სატრანსპორტო საშუალების, მოწყობილობის, ნაწილის, სისტემის, კომპონენტის და ცალკეული ტექნიკური ერთეულის ტიპი შესაბამისობაშია „თვლიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის და იმ მოწყობილობების და ნაწილების საგნებისათვის, რომლებიც შესაძლებელია დაყენდეს ან/და გამოყენებულ იქნეს თვლიან სატრანსპორტო საშუალებებზე, ერთგვაროვანი ტექნიკური მიწერილობების მიღების და ამ მიწერილობების საფუძველზე გაცემული ოფიციალური დამტკიცების ურთიერთაღიარების პირობების შესახებ“ გაეროს 1958 წლის შეთანხმებასთან. ზემოხსენებული პროცედურა აძლევს საშუალებას საერთაშორისო და რეგიონულ მწარმოებლებს, საქართველოში განახორციელონ სატრანსპორტო საშუალების, ნაწილის, სისტემის, კომპონენტის და ცალკეული ტექნიკური ერთეულის წარმოება საერთაშორისო სტანდარტით, რაც შემდგომ გააჩენს შესაძლებლობას, ზემოხსენებული შეთანხმების საფუძველზე წარმოებული პროდუქტი განათავსონ ამავე შეთანხმების წევრი ქვეყნების ბაზრებზე.

20 feb
ინსპექტირების ცენტრების გამოწვევები 2024 წელს

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი სტუმრად გადაცემა ბიზნეს ფორმულაში

 

თემა: ინსპექტირების ცენტრების გამოწვევები 2024 წელს

 

09 feb
რატომ არ ასრულებს ეკონომიკის სამინისტროს რეკომენდაციებს კომპანია "გრინვეი"
კომპანიამ "გრინვეი" ინსპექტირების მოძრავ ხაზებთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი წააგო
 
რატომ არ ასრულებს ეკონომიკის სამინისტროს რეკომენდაციებს კომპანია "გრინვეი"
 
07 feb
საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის კრება გაიმართა

2024 წლის 2 თებერვალს გაიმართა საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის კრება. კრებაზე წევრებმა იმსჯელეს 2024 წლის გამოწვევებზე:

 

> მონიტორინგი ინსპექტირების სისტემაზე

> ინსპექტირების მოძრავი ხაზის არამიზნობრივად გამოყენება და შედეგები

> კანონის აღსრულების მექანიზმების დახვეწა და ინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობის გაზრდა

> ევროდირექტივით აღებული ვალდებულებების შესრულების შეფასება

30 oct
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისა და ევროდირექტივების დანერგვის მნიშვნელობის შესახებ

დავით მესხიშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისა და ევროდირექტივების დანერგვის მნიშვნელობის შესახებ საუბრობს რუსთავი 2 - ის შესახებ

18 oct
დავით მესხიშვილის ჩართვა იტალიიდან

დავით მესხიშვილის ჩართვა იტალიიდან, ქალაქი ისპრა. ევროკომისიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (JRC)

ევროკომისიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გამართული კონფერენციის შედეგები

ევროდირექტივების დანერგვის ეფექტიანობა და ევროინტეგრაციის პროცესი

 

18 oct
ევროკომისიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გამართული კონფერენციის შედეგები
დავით მესხიშვილის ჩართვა იტალიიდან, ქალაქი ისპრა. ევროკომისიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (JRC)
 
| ევროკომისიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გამართული კონფერენციის შედეგები
| ევროდირექტივების დანერგვის ეფექტიანობა და ევროინტეგრაციის პროცესი
 
 
Subscribe

Signup with email

Scheduled events
View all