Georgian Vehicle Inspection Bodies Association
EN
27 sep
ტექ-ინსპექტირების რეფორმის გამოწვევები

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი და თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილი BMG-ს ეთერში

 

თემა: ტექ-ინსპექტირების რეფორმის გამოწვევები

 

19 sep
საშიშია თუ არა საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობა
ტელეკომპანია ფორმულას სიუჟეტი.
 
🟥 საშიშია თუ არა საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობა
🟥 როდის დაიწყება და რას გულისხმობს ავტოსადგურების რეფორმა
 
 
29 aug
ავტომობილების ინსპექტირება და ჰაერის ხარისხი

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი ტელეკომპანია პირველი არხის ეთერში, გადაცემა მოამბე.

თემები:

🔹 ავტომობილების ინსპექტირება და ჰაერის ხარისხი
 
25 jul
სრულდება თუ არა ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი სტუმრად ტელეკომპანია ფორმულას ეთერში, გადაცემა ბიზნესი ბლუმბერგი.

თემები:

🔹 სრულდება თუ არა ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები
🔹 ინერგება თუ არა ევროდირექტივები
🔹 ტექ-ინსპექტირების გამოწვევები
 
 
22 jul
სრულდება თუ არა ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი სტუმრად BMG-ის ეთერში, გადაცემა საქმიანი დილა.

თემები:

🔹 სრულდება თუ არა ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები
🔹 ინერგება თუ არა ევროდირექტივები
🔹 ტექ-ინსპექტირების გამოწვევები
 
 
19 jul
დავით მესხიშვილის CITA-ს ტოპ-მენეჯმენტთან შეხვედრების შედეგების შეჯამება

„საქმიანი და საპასუხისმგებლო შეხვედრები გაიმართა სლოვაკეთში, კერძოდ ბრატისლავაში, საერთაშორისო ინსპექტირების კომიტეტის (CITA) პრეზიდენტ გერჰარდ მიულერთან, ვიცეპრეზიდენტ ევა მორგერთან. განსაკუთრებით ხანგრძლივი, თემატური და დეტალური განხილვა შედგა CITA-ს აღმასრულებელ დირექტორ ედუარდ ფერნანდესთან. არასდროს და არსად მიგრძვნია ამდენი ყურადღება, როგორც ბრატისლავაში. რა თქმა უნდა ყველაფერი უკავშირდებ რუსეთის აგრესიას უკრაინისა და საქართველოს მიმართ. პრეზიდენტი გერჰარდ მიულერი ზედმიწევნით კარგად ფლობდა ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური თუ სოციალური ვითარების შესახებ. ვისაუბრეთ საქართველოში ტრანსპორტის სექტორში გასატარებელი რეფორმების, ევროდირექტივების დანერგვისა და საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე. აგრეთვე, შეხვედრებზე დეტალურად განვიხილეთ  საქართველოში მიმდინარე ინსპექტირების რეფორმა და გამოწვევები. მთავარი თემები: ხარისხის კონტროლის თანამედროვე სისტემის დანერგვა, ინსპექტორთა უწყვეტი განათლების მოდელის შექმნა, მიუკერძოებელი ინსპექტირების უზრუნველყოფა, ერთგვაროვანი ინსპექტირების პროცესის უზრუნველყოფა და გზებზე კანონის აღსრულება იყო; CITA-ს მმართველმა რგოლმა კონკრეტული რეკომენდაციები უკვე მოგვაწოდა ინსპექტირების რეფორმის სრულყოფისათვის“ - დავით მესხიშვილი.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში ინსპექტირების რეფორმა წარმატებით გატარდეს, მიღწეულ დადებით შედეგებს უდიდესი მნიშვნელობა ექნება თქვენი სახელმწიფოსა და რეგიონის განვითარებისთვის. ცნობილია, რომ საქართველომ ოფიციალურად გამოხატა სურვილი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია. ეს იქნება თქვენთვის რთული და შრომატევადი პროცესი! მიზნის მისაღწევად საჭიროა სრულფასოვნად დანერგოთ ევროდირექტივები, რომლებმაც უნდა გააუმჯობესონ საგზაო და ეკოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტები. ამ რთულ გზაზე ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და ვიქნებით!"- გერჰარდ მიულერი.

"საქართველოს, ჩვენი რეკომენდაციების პაკეტით ვუწევთ და მომავალშიც გავუწევთ დახმარებას. მნიშვნელოვანია დაინერგოს ინსპექტირების ევროპული სისტემა, რომელიც შეამცირებს სიკვდილიანობას საქართველოს გზებზე და აამაღლებს საგზაო უსაფრთხოების სტანდარტებს"- ევა მორგერი.

"ედუარდ ფერნანდესისთვის წვრილმანებიც კი მნიშვნელოვანია, არც არის გასაკვირი მისი პროფესიონალიზმიდან და საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე. ის, საქართველოს გულშემატკივარია და პრაქტიკულად მთლიანად არის ინსპექტირების რეფორმის პროცესში ჩართული. მისთვის კარგად არის ცნობილი საქართველოში რეფორმის მიმდინარეობისას წამოჭრილი პრობლემებიც. შეხვედრაზე აქცენტები გაკეთდა კანონის არაჯეროვან აღსრულებაზე და  წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის დაბალ მაჩვენებელზე საქართველოში. მან ხაზი გაუსვა საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის როლს რეფორმის მიმდინარეობის პროცესში და სრულად დაგვიჭირა მხარი სამომავლო გეგმების განხორციელებაში. აგრეთვე, განვიხილეთ CITA-ს დელეგაციის საქართველოში ვიზიტის საორგანიზაციო საკითხები. ევა მორგერთან ერთად განვიხილე საქართველოში ინსპექტირების ადეკვატური საფასურისა და ინსპექტორებისთვის ღირსეული სახელფასო სისტემის განსაზღვრის კრიტერიუმები" - დავით მესხიშვილი.

"თანამედროვე აღჭურვა და კვალიფიციური პერსონალიც არ არის საკმარისი ინსპექტირების დადებითი შედეგის მისაღწევად თუ კანონის აღსრულება არ მოხდება ეფექტიანი მექანიზმით. ჩვენ კარგად გვესმის, რა მნიშვნელობას ატარებს საქართველოს მსგავსი სახელმწიფოს წარმატება რეგიონისთვის, ამიტომ CITA მუდმივად იქნება თქვენს გვერდით რეკომენდაციებითა თუ სხვა მხარდამჭერი ღონისძიებით. შედეგად, თქვენ მიიღებთ ინსპექტირების სწორ სისტემას, შეამცირებთ გზებზე სიკვდილიანობას, გააუმჯობესებთ ჰაერის ხარისხს, დაიცავთ ადამიანების ჯანმრთელობას. გადაწყვეტილია, რომ CITA,  ასოციაციის მოწვევით ესტუმრება საქართველოს, ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოში ვიზიტს და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას"- ედუარდ ფერნანდესი.

07 jul
საგზაო უსაფრთხოების გამოწვევები

ასოციაციის პრეზიდენტის დავით მესხიშვილის გამოსვლა ტელეკომპანია პალიტრანიუსის ეთერში

გადაცემა - „დილის პალიტრა“

თემები

🔹 საგზაო უსაფრთხოების გამოწვევები
🔹 დავით მესხიშვილის ახალი წიგნი-მონოგრაფიის წარდგენა
 
 

 

07 jul
ტექ-ინსპექტირებისა და საგზაო უსაფრთხოების გამოწვევები

ასოციაციის პრეზიდენტის დავით მესხიშვილის გამოსვლა ტელეკომპანია ფორმულას ეთერში

გადაცემა - „ბიზნეს ბლუმბერგი“

თემები

🔷 ტექ-ინსპექტირებისა და საგზაო უსაფრთხოების გამოწვევები
🔷 დავით მესხიშვილის ახალი წიგნი-მონოგრაფიის წარდგენა

 

Subscribe

Signup with email

Scheduled events
View all