სლოვაკეთში გამართული საერთაშორისო კონფერენციის — „ავტომობილების ინსპექტირება ტექნოლოგიების ეპოქაში“ (Vehicle Inspection in the Age of Technology) ფარგლებში, საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი CITA - ს (ავტომობილების ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტის) პრეზიდენტს, გერჰარდ მიულერს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ტექნიკური ინსპექტირების გლობალურ გამოწვევებზე, საერთაშორისო პრაქტიკასა და დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებაზე იმსჯელეს. CITA-ს პრეზიდენტი დეტალურად დაინტერესდა საქართველოში მიმდინარე რეფორმითა და არსებული სტატუსით.
„გერჰარდ მიულერთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ვიმსჯელეთ ტექნიკური ინსპექტირების მნიშვნელობაზე მსოფლიოსთვის და მისი განვითარების პერსპექტივებზე. ის დაინტერესდა საქართველოში ტექინსპექტირების მიმდინარე სტატუსით და რეფორმის გამოწვევებით. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ტექინსპექტირების როლზე Vision Zero-ს მიზნის მიღწევაში, რაც გზებზე დაღუპულების 0 მაჩვენებელს ნიშნავს.“
— დავით მესხიშვილი.
2025 წლის მიმოხილვა.
დაღუპულთა და დაშავებულთა სტატისტიკა 2025 წელს კიდევ უფრო გაიზარდა, 2024 წელთან შედარებით მონაცემები საგანგაშოა.
საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი სტუმრად საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა ბიზნეს პარტნიორი.
თემები:
გასულ წელთან შედარებით ტექინსპექტირების ცენტრებში მომართვიანობა 15%-ით გაიზარდა.
გაუმჯობესებული სტატისტიკის მიუხედავად ტექინსპექტირების სფერო მაინც გამოწვევების წინაშე რჩება.
GVIBA-ს პრეზიდენტი დავით მესხიშვილი ტელეკომპანია პალიტრას ეთერში, გადაცემა თქვენი დრო.
თემები:
საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი ოფიციალური მიწვევით სლოვაკეთს ესტუმრა, კერძოდ TESTEK-ის ხელმძღვანელს ბატონ მარიან რიბიანსკის.
დავით მესხიშვილი: "ჩემი სტუმრობა სლოვაკეთში ძალიან ღირებული იყო პროფესიული თვალსაზრისით. ადგილზე დეტალურად გავეცანი TESTEK-ის საქმიანობას — მათ მიერ შექმნილ IT სისტემებს, ტექნიკური ინსპექტირების მონაცემების შეგროვებისა და გამოყენების პრაქტიკას, რაც ხელს უწყობს ინსპექტირების ხარისხის გაუმჯობესებას და ეფექტურ ზედამხედველობას, მათ შორის თაღლითობის პრევენციასაც. გარდა ამისა, მქონდა შეხვედრა SEKA-ს წარმომადგენლებთან — ეს არის სლოვაკეთის უწყება, რომელიც პასუხისმგებელია ავტომობილების ემისიების კონტროლსა და ქვეყნის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე. მათთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რამდენად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია ტექნიკური ინსპექტირების სისტემა ეკოლოგიური პოლიტიკის წარმატებისთვის.
ყველა ეს უწყება ახორციელებს მონიტორინგს იმისთვის, რომ ტექნიკური ინსპექტირების პროცესი იყოს მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და ეფექტიანი. მუდმივი მონიტორინგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისტემის სანდოობისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად".
საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი საქმიანი ვიზიტით ეწვია სლოვაკეთს, სადაც შეხვდა ჟილინას უნივერსიტეტის „ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის ოპერაციისა და ეკონომიკის ფაკულტეტის“ დეკანს, პროფესორ მილოშ პოლიაკს (prof. Ing. Miloš Poliak, PhD).
შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განიხილეს ტრანსპორტის დარგში არსებული თანამედროვე სასწავლო პროგრამები და ინოვაციური ტენდენციები. აღინიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის სწავლებას ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში. შეხვედრაზე ხაზგასმით ისაუბრეს საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტის სფეროში არსებულ გამოწვევებზე, რის ფარგლებშიც პროფესორმა პოლიაკმა ქართულ მხარეს გაუზიარა სლოვაკეთის პრაქტიკული გამოცდილება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების თანამედროვე სასწავლო პროგრამებს და ამ კუთხით აღჭურვილი ლაბორატორიების მნიშვნელობას. ჟილინას უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გამოხატეს მზადყოფნა ითანამშრომლონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და დაიწყონ ოფიციალური შეთანხმების გაფორმებაზე მუშაობა, რაც საფუძველს დაუდებს ორ უნივერსიტეტს შორის ერთობლივ საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას.
დავით მესხიშვილმა ასევე წარმატებით გაიარა სპეციალური პროფესიული სტაჟირება, რომელიც შედგებოდა შემდეგი თემებისგან:
სტაჟირების პროცესში დავით მესხიშვილი აქტიურად იყო ჩართული ტრანსპორტთან დაკავშირებული სასწავლო პროგრამების სტრუქტურაში და მონაწილეობა მიიღო ლაბორატორიულ სესიებში, რომლებიც მიზნად ისახავდა ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების პროცესების სწავლებას.
საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი ტელეკომპანია პალიტრას ეთერში, გადაცემა საქმე.
თემა: საგზაო უსაფრთხოების გამოწვევები და გაეროს კონფერენციის ახალი გზავნილები