Georgian Vehicle Inspection Bodies Association
EN
01 oct
ტექ-ინსპექტირების მნიშვნელობა საგზაო უსაფრთხოებაში

GVIBA-ს პრეზიდენტი დავით მესხიშვილი ტელეკომპანია პალიტრას ეთერში, გადაცემა თქვენი დრო.

თემები:

  • ტექ-ინსპექტირების მნიშვნელობა საგზაო უსაფრთხოებაში
  • ტექ-ინსპეტირების სფეროს გამოწვევები

 

01 oct
ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი ოფიციალური მიწვევით სლოვაკეთს ესტუმრა, კერძოდ TESTEK-ის ხელმძღვანელს

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი ოფიციალური მიწვევით სლოვაკეთს ესტუმრა, კერძოდ TESTEK-ის ხელმძღვანელს ბატონ მარიან რიბიანსკის. 

დავით მესხიშვილი: "ჩემი სტუმრობა სლოვაკეთში ძალიან ღირებული იყო პროფესიული თვალსაზრისით. ადგილზე დეტალურად გავეცანი TESTEK-ის საქმიანობას — მათ მიერ შექმნილ IT სისტემებს, ტექნიკური ინსპექტირების მონაცემების შეგროვებისა და გამოყენების პრაქტიკას, რაც ხელს უწყობს ინსპექტირების ხარისხის გაუმჯობესებას და ეფექტურ ზედამხედველობას, მათ შორის თაღლითობის პრევენციასაც. გარდა ამისა, მქონდა შეხვედრა SEKA-ს წარმომადგენლებთან — ეს არის სლოვაკეთის უწყება, რომელიც პასუხისმგებელია ავტომობილების ემისიების კონტროლსა და ქვეყნის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე. მათთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რამდენად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია ტექნიკური ინსპექტირების სისტემა ეკოლოგიური პოლიტიკის წარმატებისთვის.

ყველა ეს უწყება ახორციელებს მონიტორინგს იმისთვის, რომ ტექნიკური ინსპექტირების პროცესი იყოს მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და ეფექტიანი. მუდმივი მონიტორინგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისტემის სანდოობისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად".

10 jun
დავით მესხიშვილის საქმიანი ვიზიტი სლოვაკეთში

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი საქმიანი ვიზიტით ეწვია სლოვაკეთს, სადაც შეხვდა ჟილინას უნივერსიტეტის „ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის ოპერაციისა და ეკონომიკის ფაკულტეტის“ დეკანს, პროფესორ მილოშ პოლიაკს (prof. Ing. Miloš Poliak, PhD).

შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განიხილეს ტრანსპორტის დარგში არსებული თანამედროვე სასწავლო პროგრამები და ინოვაციური ტენდენციები. აღინიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის სწავლებას ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში. შეხვედრაზე ხაზგასმით ისაუბრეს საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტის სფეროში არსებულ გამოწვევებზე, რის ფარგლებშიც პროფესორმა პოლიაკმა ქართულ მხარეს გაუზიარა სლოვაკეთის პრაქტიკული გამოცდილება.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების თანამედროვე სასწავლო პროგრამებს და ამ კუთხით აღჭურვილი ლაბორატორიების მნიშვნელობას. ჟილინას უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გამოხატეს მზადყოფნა ითანამშრომონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და დაიწყონ ოფიციალური შეთანხმების გაფორმებაზე მუშაობა, რაც საფუძველს დაუდებს ორ უნივერსიტეტს შორის ერთობლივ საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას.

დავით მესხიშვილმა ასევე წარმატებით გაიარა სპეციალური პროფესიული სტაჟირება, რომელიც შედგებოდა შემდეგი თემებისგან:

  • ჭკვიანი მობილობის სისტემები (Smart Mobility Systems),
  • ტრანსპორტის თანამედროვე ტექნოლოგიები,
  • ტექნიკური ინსპექტირების აკადემიური და პრაქტიკული საფუძვლები.

სტაჟირების პროცესში დავით მესხიშვილი აქტიურად იყო ჩართული ტრანსპორტთან დაკავშირებული სასწავლო პროგრამების სტრუქტურაში და მონაწილეობა მიიღო ლაბორატორიულ სესიებში, რომლებიც მიზნად ისახავდა ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების პროცესების სწავლებას.

16 may
საგზაო უსაფრთხოების გამოწვევები

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი ტელეკომპანია პალიტრას ეთერში, გადაცემა საქმე.

თემა: საგზაო უსაფრთხოების გამოწვევები და გაეროს კონფერენციის ახალი გზავნილები

 

15 apr
ინსპექტირების რეფორმის შეფასება, გამოწვევები და მომავალი

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის მიერ მომზადებული, ინსპექტირების რეფორმის შეფასების, გამოწვევების და მომავალის შესახებ დასვნა, შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულს ფაილში

17 mar
ავტომობილების ტექ-ინსპექტირების მიმოხილვა
საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი სტუმრად გადაცემაში მთავარი ეკონომიკაში
 
🔹 ავტომობილების ტექ-ინსპექტირების მიმოხილვა
🔹 გამოწვევები და გადაჭრის გზები
🔹 ინსპექტირების მომავალი საქართველოში

 

17 mar
სტატისტიკური მიმოხილვა
ავტოტრანსპორტის სფეროს სტატისტიკური მიმოხილვა
 
🔹 საგზაო-სატრანსპორტი შემთხვევები
🔹 ავტოპარკი
🔹 ტექინპექტირება
 
12 mar
ინსპექტირების რეფორმის განვლილი 7 წლის შეფასება

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი სტუმრად გადაცემაში "ბიზნეს პარტნიორი"

თემები:

ინსპექტირების რეფორმის განვლილი 7 წლის შეფასება

ინსპექტირების მომავალი საქართველოში

 

Subscribe

Signup with email

Scheduled events
View all