საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია
წევრობის პირობები

ასოციაციის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის სფეროც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისიანობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ცენტრების საქმიანობას. აგრეთვე პირი, რომელიც იზიარებს ასოციაციის  მიზნებს და მონაწილეობს ასოციაციის საქმიანობაში.

ასოციაციის წევრად მიღების, გასვლის და გარიცხვის შესახებ საკითხებზე გადაწყვეტილებებს დამსწრე წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით იღებს ასოციაციის მუდმივმოქმედი ბიურო (გამგეობა).

ასოციაციის წევრობისათვის საკმარისია პირი გაეცნოს ასოციაციის წესდებას, შეავსოს წევრის ზონაში მითითებული კითხვარი, განაცხადი და მოაწეროს ხელი! ამის შემდგომ წევრს წარმოეშვება უფლებები და ვალდებულებები:

ასოციაციის წევრს უფლება აქვს:

ა) მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის საერთო კრების მუშაობაში;

ბ) აირჩიოს და არჩეულ იყოს ასოციაციის მმართველ ორგანოებში;

გ) მონაწილეობდეს ასოციაციის მიერ შემუშავებულ პროექტებში;

დ) მიიღოს ინფორმაცია ასოციაციის საქმიანობის შესახებ;

ე) ისარგებლოს ასოციაციის ერთიანი ელექტრონული სისტემით;

ვ) ასოციაციის მიზნების შესაბამისად ისარგებლოს ასოციაციის მატერიალ-ტექნიკური საშუალებებით;

ზ) გავიდეს ასოციაციის წევრობიდან.

ასოციაციის წევრი მოვალეა:

ა) დაიცვას ასოციაციის წესდება, შინაგაწესი და მმართველი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;

ბ) გაუფრთხილდეს ასოციაციის ავტორიტეტს და ქონებას;

გ) პროფესიულ საქმიანობაში იხელმძღვანელოს ასოციაციის მიზნებით და პროფესიული ეთიკის ნორმებით;

დ) გადაიხადოს საწევრო შენატანები დადგენილი წესითა და ოდენობით;

ე) შეასრულოს წესდებით განსაზღვრული სხვა ვალდებულები და მმართველი ორგანოთა გადაწყვეტილებები.


სიახლეების გამოწერა

დარეგისტრირდით ელ.ფოსტით

დაგეგმილი ღონისძიებები
ყველა ღონისძიების ნახვა