26 ოქტომბერს, თბილისში „კავკასიის სასწავლო და საგამოცდო ცენტრი“ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახი კალაძე დაესწრო.
თბილისის მერის თქმით, "ცენტრი ხელს შეუწყობს სხვადასხვა ტექნიკურ დარგში კადრების პროფესიულ დონეზე მომზადებას და მათ დასაქმებას".
პროექტი საერთაშორისო მასშტაბისაა და ქართულ რეალობაში უპრეცედენტოა. ამიტომაც კავკასიის ცენტრში სწავლება დაგეგმილია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. სასწავლო ცენტრი წლის განმავლობაში მოამზადებს ტექნიკური დარგის ასეულობით სპეციალისტს, რაც შემდეგში შექმნის ამდენივე პერსონალის დასაქმების გარანტიას.
ცენტრში სწავლებას გაივლიან შემდეგ ტექნიკურ პროფესიებში: ინსპექტორი, ტექნიკური მენეჯერი, ხარისხის მენეჯერი, მძღოლების და გადამზიდველების სპეციალური მომზადება, სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების სპეციალისტი, სპეც-ტექნიკის ოპერატორი მძღოლები, სპეციალური მომზადება უსაფრთხოებაზე, ავტოსატრანსპორტო ექსპერტიზა და სხვა.