საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრები ხელს აწერენ მემორანდუმზე, რითაც თანხმდებიან:
- დაიცვან და გაერთიანდნენ, როგორც საკუთარი, ასევე ასოციაციის წევრთა უფლებების დასაცავად
- იმოქმედონ ჯანსაღი კონკურენციის მისაღწევად და ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად
- ხელი შეუწყონ საერთო ინტერესის გათვალისწინებით პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას, პროგრამების შემუშავებასა და საერთაშორისო სტანდარტების იმპლემენტაციას
- ჩაერთვნენ შემეცნებითი ღონისძიების ჩატარებასა და ცნობიერების ამაღლების კამპანიის პროცესში, რომელიც ორიენტირებული იქნება მომხმარებელზე
- ხელი შეუწყონ ევროდირექტივებთან ჰარმონიზაციის მიზნით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ ვადებში ევროდირექტივების იმპლემენტაციას
- შეიმუშავონ წინადადებები და ხელი შეუწყონ ახალი სტანდარტების დანერგვას, რომელიც უზრუნველყოფს გზებზე კანონის აღსრულებას