საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია
გზებზე ე. წ. შავი წერტილების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა მოხდება

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, საავტომობილო გზებზე ე. წ. შავი წერტილების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა მოხდება.

კანონპროექტის მიხედვით, „შავი წერტილი“ გულისხმობს გზის არაუმეტეს 300 მეტრიან მონაკვეთს, სადაც ბოლო 3 წლის განმავლობაში დაფიქსირებულია -

ადამიანის დაღუპვით დასრულებული სულ ცოტა ოთხი ავტოსაგზაო შემთხვევა და/ან ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით და/ან დაღუპვით დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელთა რიცხვი ჯამურად შეადგენს არანაკლებ ათს.

კანონპროექტის თანახმად, გზებზე „შავი წერტილების“ იდენტიფიცირებას მოახდენს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

შსს ამ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტსა ან/და მუნიციპალიტეტების ორგანოებს მიაწვდის, რის შემდეგომ აღნიშნული სამთავრობო ორგანოები გზებზე „შავი წერტილების“ აღმოფხვრის და მათზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, შეიმუშავებენ შესაბამისი ღონისძიებების განსახორციელებლად წესებს. ეს შესაძლოა გულისხმობდეს როგორც შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას, აგრეთვე სხვა მოკლევადიანი ღონისძიებების დაგეგმვას, რაც ხელს შეუწყობს არსებულ მონაკვეთებზე მდგომარეობის გაუმჯობესებას.


სიახლეების გამოწერა

დარეგისტრირდით ელ.ფოსტით

დაგეგმილი ღონისძიებები
ყველა ღონისძიების ნახვა