დავით მესხიშვილის სვეტი
„თუმცა ბევრ ჩვენგანს ასე ჰგონია, თითქოს ველოსიპედი მარტო სასეირნოთა და თავის შესაქცევათ იყოს გამოსაყენი, მაგრამ დღეს მას ბევრგვარ სასარგებლო საქმეშიაც ხმარობენ. ადვილი წარმოსადგენია, რა ნაირათ უნდა იქანცებოდეს მეფოსტე, რომელიც მთელი დღე დადის და წერილებს ატარებს! ამერიკაში და საზღვარ გარეთ ახლა მეფოსტეები უმეტეს წილათ ველოსიპედებით დადიან.
ველოსიპედები სამხედრო სამსახურშიაც შემოიღეს. ხუთი წელიწადი არც კი არის მას აქეთ, რაც შემოიღეს სამხედრო ველოსიპედები; რადგანაც ისინი ადვილი დასაკეცები არიან, ამიტომ ქვეითი ჯარის კაცები თავისუფლათ ატარებენ ზურგით და საჭიროების დროს უცებ მოახტებიან ხოლმე ამ უსულო ცხენებს და გაჰქუსლავენ სწრაფათ. ახლა ამასაც აღარ დაჯერდნენ და ველოსიპედზე პატარა ზარბაზნებიც მოათავსეს; ასე რომ ჯარის კაცს, ერთსა იმავე დროს, ჩქარი გაქცევაც შეუძლია და მტრის ხოცვაც. აი რა საზიზღარ საქმეს ასრულებიებენ იმ უბრალო მანქანას, რომელიც ვინ იცის თავდაპირველათ მხოლოდ უსაქმური ადამიანის შესაქცევრათ იყო გამოგონილი!
ეჭვს გარეშეა, სამხედრო ავტომობილები ძალიან გავრცელდებიან ჯარში და ერთმანეთის ხოცვისათვის ადამიანს თანდათან მეტი საშუალება ექნება! ერთ ამგვარ ზარბაზნიან ავტომობილს წარმოადგენს აქ დახატული სურათიც“.
გაზეთი "კვალი" 1900 წ.