ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები შევიდა გამონაბოლქვთან დაკავშირებით, რომელიც 2020 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდა.
კერძოდ, ცვლილების თანახმად, კატალიზატორის არსებობის ვალდებულება ექნებათ მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც საქართველოში პირველად რეგისტრაციას 2020 წლის პირველი აპრილიდან გაივლიან.
მათთვის სავალდებულო იქნება შემდეგი პარამეტრების დაცვა
კოეფიციენტი ლამბდა (ჰაერი/საწვავი) არ უნდა აღემატებოდეს სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის მიერ დადგენილ სიდიდეს,
ინფორმაციის უქონლობის შემთხვევაში კი – 1 ± 0,03-ს
ამასთან, ცვლილების თანახმად, 2020 წლის პირველ აპრილამდე რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართ დადგინდა პარამეტრების დაცვის შემდეგი ეტაპები წლების მიხედვით:
2020 წლის 1 აპრილიდან - 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით: მაღალ ბრუნზე და უქმ სვლაზე 0.7%;
2021 წლის 1 იანვრიდან - 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით: მაღალ ბრუნზე და უქმ სვლაზე 0.6%;
2022 წლის 1 იანვრის შემდგომ: უქმ სვლაზე 0.5% და 0.3% მაღალ ბრუნზე.