საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის ორგანიზებით და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, 10 ოქტომბერს სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში გაიმართა კონფერენცია „ინსპექტირება უსაფრთხოებისათვის“.
კონფერენციაზე შეჯამდა ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის დაწყებიდან გასული 6 წელი, ასევე განხილულ იქნა აქტუალური საკითხები და სამომავლო გეგმები.
კონფერენციას ესწრებოდნენ სახელმწიფო სტრუქტურების (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის, ქრონიკული დაავადებებისა და ტრავმატიზმის სამმართველო; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტი), საერთაშორისო ორგანიზაციების (ავტომობილების ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტი (CITA); გაერთიანებული ერების ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE), სატრანსპორტო საშუალების რეგულირების, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის ინოვაციების დეპარტამენტი; ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი) ბიზნესსექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის დაწყების მთავარი საფუძველი საგზაო და ეკოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის ამაღლებაა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემებს.