ევროკომისიის კვლევით ცენტრში ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში, ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი საერთაშორისო ინსპექტირების კომიტეტის (CITA) პრეზიდენტს გერჰარდ მიულერს და ამავე კომიტეტის აღმასრულებელ დირექტორს ედუარს ფერნანდესს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს:
საქართველოში ინსპექტირების მიმდინარე რეფორმის ეტაპები
საგზაო და ეკოლოგიური უსაფრთხოების სტატუსი და გამოწვევები
ევროდირექტივების დანერგვის ეფექტიანობა და შედეგები
საქართველოში გასატარებელი რეფორმები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე
გერჰარდ მიულერის განცხადებით CITA მხარს დაუჭერს საქართველოში უსაფრთხოების სისტემების დანერგვას და განვითარებას, რაც დადებითად აისახება გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე, ამავდროულად საქართველო კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდება ევროკავშირს.