საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია
4 სექტემბრიდან ავტომობილების გამონაბოლქვზე კონტროლი მკაცრდება.

4 სექტემბრიდან გამონაბოლქვი სპეციალური აპარატით შემოწმდება. პროექტი საპილოტე რეჟიმში იქნება და თავდაპირველად ის თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში იმოქმედებს. შესაბამისი ავტომობილებით და აპარატურით აღჭურვილ გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟს უფლება ექნება, რომ ნებისმიერი მძღოლი გააჩეროს და გამონაბოლქვის შემცველობა შეამოწმოს და ეჭვის დადასტურების შემთხვევაში ჯარიმა გამოწეროს.

სამი მოსმენით დამტკიცებული კანონპროექტის მთავარი მიზანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაა. სტატისტიკური კვლევებით, ჰაერის დამაბინძურებელ წყაროებს შორის პირველ ადგილს სწორედ ავტომობილების მავნე გამონაბოლქვი იკავებს.

სანქციები გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმების დარღვევისთვის

ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, ხოლო განმეორებით შემთხვევაში 300 ლარით, მესამე ჯერზე 600 ლარით დაჯარიდმება

იურიდიული პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორებით შემთხვევაში 1500 ლარით, ხოლო მესამე ჯერზე 3000 ლარი განისაზღვრა ჯარიმის მოცულობა


სიახლეების გამოწერა

დარეგისტრირდით ელ.ფოსტით

დაგეგმილი ღონისძიებები
ყველა ღონისძიების ნახვა