22 დეკემბერს, გაიმართა საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების კონფერენცია
კონფერენციაში მონაწილეობდნენ - სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს გენერალური დირექტორი ნათია მიქელაძე; სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ლევან გამყრელიძე და დირექტორის პირველი მოადგილე ნიკა გვენეტაძე; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსი ნოე მეგრელიშვილი; არასამთავრობო ორგანიზაციები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.
კონფერენციის მონაწილეებმა შეაჯამეს რეფორმის დაწყებიდან გასული 4 წელი, განიხილეს 2022 წლის პრობლემები, იმსჯელეს 2023 წელს დაგეგმილი სიახლეებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
კონფერენციის ორგანიზატორი: საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია