საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია
მნიშვნელოვანი შეხვედრა CITA-ს აღმასრულებელ დირექტორ ედუარდ ფერნანდესთან
ხანგრძლივი, თემატური და დეტალური განხილვა შედგა ბრატისლავაში საერთაშორისო ინსპექტირების კომიტეტის (CITA) აღმასრულებელ დირექტორს ედუარდ ფერნანდესსა და ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტ დავით მესხიშვილს შორის;
 
"ედუარდისთვის წვრილმანებიც კი მნიშვნელოვანია, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე. ის, საქართველოს გულშემატკივარია და პრაქტიკულად მთლიანად არის ინსპექტირების რეფორმის პროცესში ჩართული. მისთვის კარგად არის ცნობილი რეფორმის მიმდინარეობისას წამოჭრილი პრობლემებიც. შეხვედრაზე აქცენტები გაკეთდა კანონის არაჯეროვან აღსრულებაზე და წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის დაბალ მაჩვენებელზე საქართველოში. მან ხაზი გაუსვა საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ასოციაციის როლს რეფორმის მიმდინარეობის პროცესში და სრულად დაგვიჭირა მხარი სამომავლო გეგმების განხორციელებაში. აგრეთვე, განვიხილეთ CITA-ს დელეგაციის საქართველოში ვიზიტის საორგანიზაციო საკითხები" - დავით მესხიშვილი
 
"თანამედროვე აღჭურვა და კვალიფიციური პერსონალიც არ არის საკმარისი ინსპექტირების დადებითი შედეგის მისაღწევად თუ კანონის აღსრულება არ მოხდება ეფექტიანი მექანიზმით. ჩვენ კარგად გვესმის, რა მნიშვნელობას ატარებს საქართველოს მსგავსი სახელმწიფოს წარმატება რეგიონისთვის, ამიტომ CITA მუდმივად იქნება თქვენს გვერდით რეკომენდაციებითა თუ სხვა მხარდამჭერი ღონისძიებით. შედეგად, თქვენ მიიღებთ ინსპექტირების სწორ სისტემას, შეამცირებთ გზებზე სიკვდილიანობას, გააუმჯობესებთ ჰაერის ხარისხს, დაიცავთ ადამიანების ჯანმრთელობას. გადაწყვეტილია, რომ CITA, ასოციაციის მოწვევით ესტუმრება საქართველოს, ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოში ვიზიტს და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას"- ედუარდ ფერნანდესი

სიახლეების გამოწერა

დარეგისტრირდით ელ.ფოსტით

დაგეგმილი ღონისძიებები
ყველა ღონისძიების ნახვა