საქმიანი შეხვედრა გაიმართა ბრატისლავაში საერთაშორისო ინსპექტირების კომიტეტის (CITA) ვიცეპრეზიდენტ ევა მორგერსა და ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტ დავით მესხიშვილს შორის;
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მიმდინარე რეფორმა და გამოწვევები საქართველოში. მთავარი თემები: ინსპექტირების ხარისხის კონტროლის თანამედროვე სისტემის (AVIS) დანერგვა, ინსპექტორთა უწყვეტი განათლების მოდელის შექმნა და მიუკერძოებელი ინსპექტირების უზრუნველყოფა;
"საქართველოს, ჩვენი რეკომენდაციების პაკეტით ვუწევთ და მომავალშიც გავუწევთ დახმარებას. მნიშვნელოვანია დაინერგოს ინსპექტირების ევროპული სისტემა, რომელიც შეამცირებს სიკვდილიანობას საქართველოს გზებზე და აამაღლებს საგზაო უსაფრთხოების სტანდარტებს"- ევა მორგერი