საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია
ბრიუსელში გამართულ სხდომაზე საქართველომ საერთაშორისო ინსპექტირების კომიტეტის (CITA) მასპინძლის სტატუსი მოიპოვა

CITA-EUROPE-ის სხდომა და საერთაშორისო კონფერენცია, 2022 წლის 14-15 სექტემბერს თბილისში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში ცნობილი კომპანიები, CITA-ს პრეზიდენტი გერჰარდ მიულერი და აღმასრულებელი დირექტორი ედუარდ ფერნანდესი.

ღონისძიების ოფიციალური მასპინძელია საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია.

"მნიშვნელოვან, საერთაშორისო აღიარებას ვულოცავ ინსპექტირების ასოციაციას, ტრანსპორტის სექტორს და მთლიანად საქართველოს! დიდი მადლობა ასოციაციის ყველა წევრს და ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს მხარსაჭერისთვის, არ იყო იოლი გზა, მაგრამ არაჩვეულებრივი შედეგით დაგვირგვინდა,"- წერს დავით მესხიშვილი თავის "ფეისბუქ" გვერდზე.

 

> CITA-EUROPE ის სხდომაზე საერთაშორისო ინსპექტირების კომიტეტის (CITA) ევროპის რეგიონულმა მრჩევლმა და საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა, ისაუბრა, საქართველოსა და რეგიონში ტექ-ინსპექტირების სისტემაზე;

> კანონის არასათანადო აღსრულებასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე;

> დასკვნით გამოსვლაში CITA-ს პრეზიდენტმა გერჰარდ მიულერმა მადლობა გადაუხადა დავით მესხიშვილს ტექ-ინსპექტირების სფეროში გაწეული საქმიანობისთვის და საქართველოს აღუთქვა მხარდაჭერა.

 

წყარო: www.bpn.ge


სიახლეების გამოწერა

დარეგისტრირდით ელ.ფოსტით

დაგეგმილი ღონისძიებები
ყველა ღონისძიების ნახვა