ასოციაცია არის პირველი
2020 წელი იყო ძალიან რთული და პრობლემებით გაჯერებული, სადაც განსაკუთრებული როლი შეასრულა კორონავირუსის პანდემიამ. ვირუსის გავრცელებით გამოწვეული შედეგები მძიმედ აისახა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე. მან გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ბიზნესის მრავალ მიმართულებას. ამ მხრივ გამონაკლისი არ ყოფილა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სფერო. თუმცა თქვენს ორგანიზებულობაზე და საქმისადმი სიყვარულზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ვირუსის გავრცელების პიკშიც კი, სირთულეებთან ბრძოლის პარალელურად მაინც ახერხებდით მომხმარებლისთვის მომსახურების მიწოდებას. გავიხსენოთ რა ზიანი მიაყენა ინსპექტირების სფეროს კორონავირუსმა: საფრთხე შეუქმნა ინსპექტორების ჯანმრთელობას; გადაიდო საქართველოში გასამართი კავკასიის რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი CITA (ავტომობილების ინსპექტირების საერაშორისო კომიტეტი)-ს კონფერენცია; მოიშალა გზებზე კანონის აღსრულების სისტემა; გაუარესდა საგზაო უსაფრთხოების მაჩვენებლები; შენელდა პტი-რეფორმის მიმდინარეობის ტემპები; ბიზნესს შეუმცირდა შემოსავალი; შეფერხდა ჩვენი ასოციაციის მიერ დაგეგმილი მარკეტინგული სტრატეგიის განხორციელება; და ეს მხოლოდ პრობლემების არასრული ჩამონათვალია! სერიოზული წინააღმდეგობების მიუხედავად: ასოციაციის ოფისი ინსპექტირების ცენტრებთან ერთად მუშაობდა უწყვეტად და იდგა ცენტრების სამსახურში; მთელი დატვირთვით მუშაობდა იურიდიული და მარკეტინგული მიმართულებები; გაიმართა ტექნიკური კომიტეტის სხდომები; ჩატარდა სემინარები.
თუმცა ახლა დავანებოთ თავი წარსულს და გავიხედოთ მომავლისკენ. რას ვფიქრობთ და რისი გაკეთება გვინდა? ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ასოციაციის სამოქმედო გეგმას ადგენთ თქვენ! მის მომავალს განსაზღვრავთ თქვენ! მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ პროცესებზე დადებითი გავლენა! რატომ? პასუხი მარტივია, თქვენზე კარგად არავინ იცის სფეროს პრობლემები, არავის ისე არ უდევს სფეროს პულსზე ხელი, როგორც თქვენ! ჩემი მიზანია, რომ მაქსიმალურად ვუზრუნველყო წევრების ჩართულობა პროცესებში. ზუსტად ამიტომ, 2021 წლის დასაწყისშივე, თქვენთან შეთანხმებით განვახორციელებ სტრუქტურულ ცვლილებებს, რომელიც ასოციაციის სამოქმედო არეალს კიდევ უფრო გააფართოებს, ხოლო მის სტრუქტურას გააძლიერებს და კიდევ უფრო მოიყვანს შესაბამისობაში CITA-ს სტანდარტებთან. ცოტა რამ ტექნიკური კომიტეტის გეგმებზეც ვთქვათ, რომელიც არის არამარტო ასოციაციის, არამედ მთლიანად დარგის მონაპოვარი. აქ საქართველოს საუკეთესო პროფესიონალებია შეკრებილი, რომლებიც განიხილავენ აქტუალურ საკითხებს და ამუშავებენ რეკომენდაციებს. კომიტეტს 3 თვეა, რაც ჩვენი მოწვევით ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ასოცირებული პროფესორი ელიზბარ დარჩიაშვილი ხელმძღვანელობს. ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე, ასეთი მასშტაბის მეცნიერისა და მენეჯერის არჩევა, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე თუ რა სერიოზული გეგმები გვაქვს დასახული. პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ კომიტეტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები უმეტესად გათვალისწინებულია სახელმწიფო სტრუქტურების მიერ, რაც მისასალმებელი ფაქტია.
ჩვენი ასოციაცია არის ინსპექტირების დარგში ერთადერთი ძლიერი, კომპეტენტური, ყველაზე გამოცდილი და ამავდროულად ყველაზე ნოვატორი ორგანიზაცია. მას უბრალოდ ალტერნატივა არ აქვს და არც ექნება. ამის თქმის საშუალებას მაძლევს გასული პერიოდი და მომავლის ხედვა. აი ჩამონათვალიც და თავად განსაჯეთ:
დიახ, ჩვენ პირველები ვართ! სიახლეების დანერგვა და ამბიციური გეგმების განხორცილება ჩვენი გუნდის სტიქიაა. ჩვენ არ ვგავართ: 1) მათ, ვინც მუდმივად დაკავებულია სხვისი გეგმის მიტაცებით; 2) მათ, ვინც მხოლოდ იდეეების კალკირებას ახერხებს და უცოდინრობის გამო ამასაც უხარისხოდ აკეთებს; 3) მათ, ვისაც პირველობის ამბიცია აქვს, მაგრამ განწირულია მეორეობისთვის (საუკეთესო შემთხვევაში) და მაჩანჩალობისთვის 4) მათ, ვისაც თავად ვერაფერი მოუფიქრებია, სხვის აზრებს იპარავს, იბოღმება და პროცესის საზიანოდ მოქმედებს, ხშირად კი თვითდაზიანებითაა დაკავებული; 5) მათ, ვინც ასოციაციის მიღწევებზე პარაზიტირებს;
ეს ყველაფერი არწივის და ყვავის ამბავს მაგონებს, საახალწლოდ მცირე ლირიული გადახვევა: ყვავი ყოფილა ერთადერთი ფრინველი, რომელიც ბედავს შეაჯდეს არწივს ზურგზე და ჩაავლოს კისერში ნისკარტი. არწივი არც კი ცდილობს ჩამოაგდოს, არც ებრძვის, არ ხარჯავს მასზე დროსა და ენერგიას. იგი აფრინდება და ადის სულ უფრო მაღლა და მაღლა, და რაც უფრო მაღლა ადის, მით ნაკლები ჰაერი რჩება ყვავს სასუნთქად, იგი თანდათან კარგავს გონებას და ვარდება ძირს. იგუდება უჟანგბადობით. აქედან მორალი: როცა ადამიანი თავისი მაღალი მიზნისკენ მიდის, მან არ უნდა დაკარგოს დრო ვინმესთვის რამის მტკიცებაში. უნდა იაროს წინ და ზევით და ყველაფერი ზედმეტი თავისით ჩამოცილდება!
დიახ, ჩვენ ვივლით წინ და ზევით! გილოცავთ 2021 წელს! გისურვებთ ყველა სირთულის უკან მოტოვებას, ჯანმრთელობასა და წინსვლას! მადლობა გვერდით დგომისთვის! თითოეული თქვენთაგანი მაძლიერებს და მაძლევს რწმენას, რომ არცერთი ნაბიჯით არ დავიხიო უკან ჩვენი მიზნების მისაღწევად, რადაც არ უნდა დამიჯდეს ეს.
პატივისცემით და სიყვარულით, დავით მესხიშვილი
საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი
CITA-ევროპის ოფისის ექსპერტი-ხარისხის კონტროლისა და ტრენინგის საკითხებში