საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი საქმიანი ვიზიტით ეწვია სლოვაკეთს, სადაც შეხვდა ჟილინას უნივერსიტეტის „ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის ოპერაციისა და ეკონომიკის ფაკულტეტის“ დეკანს, პროფესორ მილოშ პოლიაკს (prof. Ing. Miloš Poliak, PhD).
შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განიხილეს ტრანსპორტის დარგში არსებული თანამედროვე სასწავლო პროგრამები და ინოვაციური ტენდენციები. აღინიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის სწავლებას ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში. შეხვედრაზე ხაზგასმით ისაუბრეს საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტის სფეროში არსებულ გამოწვევებზე, რის ფარგლებშიც პროფესორმა პოლიაკმა ქართულ მხარეს გაუზიარა სლოვაკეთის პრაქტიკული გამოცდილება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების თანამედროვე სასწავლო პროგრამებს და ამ კუთხით აღჭურვილი ლაბორატორიების მნიშვნელობას. ჟილინას უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გამოხატეს მზადყოფნა ითანამშრომლონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და დაიწყონ ოფიციალური შეთანხმების გაფორმებაზე მუშაობა, რაც საფუძველს დაუდებს ორ უნივერსიტეტს შორის ერთობლივ საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას.
დავით მესხიშვილმა ასევე წარმატებით გაიარა სპეციალური პროფესიული სტაჟირება, რომელიც შედგებოდა შემდეგი თემებისგან:
სტაჟირების პროცესში დავით მესხიშვილი აქტიურად იყო ჩართული ტრანსპორტთან დაკავშირებული სასწავლო პროგრამების სტრუქტურაში და მონაწილეობა მიიღო ლაბორატორიულ სესიებში, რომლებიც მიზნად ისახავდა ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების პროცესების სწავლებას.
საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი ტელეკომპანია პალიტრას ეთერში, გადაცემა საქმე.
თემა: საგზაო უსაფრთხოების გამოწვევები და გაეროს კონფერენციის ახალი გზავნილები
საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის მიერ მომზადებული, ინსპექტირების რეფორმის შეფასების, გამოწვევების და მომავალის შესახებ დასვნა, შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულს ფაილში
საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი სტუმრად გადაცემაში "ბიზნეს პარტნიორი"
თემები:
ინსპექტირების რეფორმის განვლილი 7 წლის შეფასება
ინსპექტირების მომავალი საქართველოში
საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის ორგანიზებით 21 და 22 თებერვალს აჭარაში, კერძოდ კვარიათში, გაიმართა კონფერენცია-ვორქშოპი „მონიტორინგი ინსპექტირების ცენტრებზე“, სადაც ჩართულები იყვნენ, როგორც სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს და აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის წარმომადგენლები, ასევე ტექინსპექტირების ცენტრების დირექტორები და მენეჯმენტი.
კონფერენციაზე განიხილეს ინსპექტირების რეფორმის გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
ტექინსპექტირების ცენტრებზე მონიტორინგის ახალი სისტემა დაინერგება.
რას ითვალისწინებს მონიტორინგი, როგორ მიმდინარეობს 6 წლის წინ დაწყებული რეფორმა და რა გამოწვევები აქვთ ტექინსპექტირების ცენტრებს?