თბილისი, ბოხუას ქუჩა N4 / (995) 599477979; 599102302 / INFO@GWIBA.GE

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოცოაცია აერთიანებს საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე პერიოდული ტესტირების ჩამტარებელ ორგანიზაციებს.

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოცოაცია უზრუნველყოფს:

-    ასოციაციის წევრებისათვის ერთიანი სამოქმედო წესების შემუშავებას;
-    ასოციაციში გაწევრიანებისათვის და ასოციაციიდან გარიცხვის წესების შემუშავებას;
-    ასოციაციის წევრებისათვის პერსონალის კვალიფიკაციის მხარდაჭერის სისტემის ჩამოყალიბებას (ტრეინინგები, სემინარები);
-    ასოციაციის წევრებისათვის ერთიან ელექტრონულ ბაზაში ჩართვას;
-    ასოციაციის წევრებისათვის ერთანი ხარისხის სისტემის ჩამოყალიბებას.
-    დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციების გაწევას ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე პერიოდული ტესტირების სფეროში.
-    რეკომენდაციების შემუშავებას სამოქმდო სფეროში ტექნიკური რეგლამენტების, წესების  და ინსპექტირების მეთოდების თაობაზე.
-    ასოციაციის წევრების ინტერესების დაცვას სხვადასხვა უწყებებთან (მათ შორის სამთავრობო) ურთიერთობაში.

ასოციაციის საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს მისი წევრების საქმიანობის კოორდინაცია ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე პერიოდული ტესტირების სისტემის სტაბილური და ეფექტური განვითარებისა და სრულყოფისათვის, რაც უნდა მიღწეულ იქნას  მოწყობილობებისა და პერსონალისადმი მაღალი სტანდარტების დადგენის გზით.

ასოციაცის თავისი წევრებისათვის იმუშავებს პროფესიული ეთიკის წესებს და ადგენს მათი დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ზომებს.
ასოციაცია ორგანიზებას უტარებს და უზრუნველყოფს მისი წევრებისათვის შედარებით ინსპექტირებებში მონაწილეობას და გამოცდილების გაზიარებას.

ასოციაცია მის წევრ ორგანიზაციებში მაღალი სტანდარტების დასანარგად და შესანარჩუნებლად იყენებს მისტიური კლიენტის სისტემას.
ასოციაცია ხელს უწყობს მის წევრ ორგანიზაციებს ავტომობილების გზისთვის ვარგისობაზე პერიოდული ინსპექტირების ჩასატარებლად მაღალეფექტური ტექნოლოგიების  დანერგვაში, მათ შორის შესაბამისი მოწყობილებების მოძიებაში და მათ გამოსაყენებლად პერსონალის დატრენინგებაში.

იმ შემთხვევაში თუ ასოციაციის წევრმა ვერ გადაჭრა მისი კლიენტის საჩივარი ან აპელაცია, ასოციაცია იკვლევს კონკრეტულ შემთხვევას, გამოითხოვს შესაბამის მასალებსა და მტკიცებულებებს და ღებულობს ობიექტურ გადაწყვეტილებას.

ასოციაციის ყველა წევრი ჩართულია ერთიან საინფორმაციო ბაზაში, რომელიც უზრუნველყოფს ინსპექტირების პროცესების გამჭვირვალედ და ობიექტურად ჩატარებას და მინიმუმამდე დაჰყავს მიკერძოების რისკი.

სამოქმედო სფეროში საერთაშორისო კავშირების გაღრმავება.
ასოციაცია უზრუნვლეყოფს მისის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას.