Georgian Vehicle Inspection Bodies Association
EN

ტექინსპექტირება უნდა მოიცავდეს მინიმუმ ქვემოთ ჩამოთვლილ ელემენტებს:

  1. სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია;
  2. სამუხრუჭო აღჭურვილობა;
  3. საჭით მართვის სისტემა;
  4. ხილვადობა;
  5. ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა;
  6. ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება;
  7. შასი და მისი შემადგენლები;
  8. სხვა მოწყობილობები;
  9. უარყოფითი ზემოქმედება (გამონაბოლქვი);

პირველ რიგში გაზის შესაბამის ინსპექტირების ცენტრში ამოწმებთ სისტემას, შემდეგ წარმოგვიდგენთ  აღნიშნულ ცენტრში მიღებულ  დოკუმენტაციას და ვიწყებთ ავტომობილის ტექინსპექტირებას.

თუ ტექინსპექტირება  პირველივე ცდაზე ვერ გაივლის ავტომობილი, 30 კალენდარული დღე გაქვთ (კალენდარული ნიშნავს შაბათ-კვირებისა და დასვენების დღეების ჩათვლით 30 დღეს)  ხარვეზების გამოსასწორებლად (ამ პერიოდში პატრული ვერ დაგაჯარიმებთ).

განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება უფასოა და შეიძლება ჩატარდეს ჩვენივე კომპანიის ნებისმიერ ფილიალში მხოლოდ იმ პარამეტრებზე, რომლებზეც ხარვეზები გამოვლინდა.

თუ განმეორებითი ტექინსპექტირებისთვის სხვა კომპანიას მიაკითხავთ, მოგიწევთ თანხის ხელმეორედ სრულად გადახდა და ინსპექტირებაც ყველა პარამეტრზე ჩატარდება.

თუ თქვენს ავტომობილს არ შესრულებია  4 წელი, ჯერ არ უწევს ტექინსპექტირება. თუ თქვენ ავტომობილს უკვე შეუსრულდა 4 წელი, მაგრამ ჯერ არ გამხდარა 8 წლის, მაშინ ორ წელიწადში ერთხელ დასჭირდება ინსპექტირება.ხოლო თუ თქვენი ავტომობილი უკვე 8 წლის გახდა, მაშინ ინსპექტირების გავლა ყოველ წელს დაგჭირდებათ.

სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა (ტექ პასპორტი)

Subscribe

Signup with email

Scheduled events
View all