Georgian Vehicle Inspection Bodies Association
EN
დედაქალაქის მერი კავკასიის სასწავლო და საგამოცდო ცენტრის პრეზენტაციის ღონისძიებას დაესწრო

26 ოქტომბერს კავკასიის სასწავლო და საგამოცდო ცენტრის პრეზენტაციას დედაქალაქის მერი კახი კალაძე დაესწრო.

თბილისის მერის თქმით, "ცენტრი ხელს შეუწყობს სხვადასხვა ტექნიკურ დარგში კადრების პროფესიულ დონეზე მომზადებას და მათ დასაქმებას".

ცენტრში სწავლებას გაივლიან შემდეგ ტექნიკურ პროფესიებში: ინსპექტორი, ტექნიკური მენეჯერი, ხარისხის მენეჯერი, მძღოლების და გადამზიდველების სპეციალური მომზადება, სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების სპეციალისტი, სპეც-ტექნიკის ოპერატორი მძღოლები, სპეციალური მომზადება უსაფრთხოებაზე, ავტოსატრანსპორტო ექსპერტიზა და სხვა.

პროექტი საერთაშორისო მასშტაბისაა და ქართულ რეალობაში უპრეცედენტოა. ამიტომაც კავკასიის ცენტრში სწავლება დაგეგმილია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. სასწავლო ცენტრი წლის განმავლობაში მოამზადებს ტექნიკური დარგის ასეულობით სპეციალისტს, რაც შემდეგში შექმნის ამდენივე პერსონალის დასაქმების გარანტიას.

გარდა თეორიული სწავლებისა, სასწავლო ცენტრში ჩატარდება პრაქტიკული მეცადინეობები, რისთვისაც მოეწყო ტექნიკური ინსპექტირების 1 უნივერსალური და 6 LV ტესტირების ხაზი, სულ 7 ხაზი. ცენტრი აღჭურვილია ბრენდი-კომპანიების აპარატურით: MAHA (გერმანია), CAPELEC (საფრანგეთი).

 


Subscribe

Signup with email

Scheduled events
View all