Georgian Vehicle Inspection Bodies Association
EN
კავკასიის სასწავლო და საგამოცდო ცენტრის პრეზენტაცია

26 ოქტომბერს, თბილისში, კავკასიის ასწავლო და საგამოცდო ცენტრის“ პრეზენტაცია გაიმართა

პროექტი საერთაშორისო მასშტაბისაა და ქართულ რეალობაში უპრეცედენტოა. ამიტომაც კავკასიის ცენტრში სწავლება დაგეგმილია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. სასწავლო ცენტრი წლის განმავლობაში მოამზადებს ტექნიკური დარგის ასეულობით სპეციალისტს, რაც შემდეგში შექმნის ამდენივე პერსონალის დასაქმების გარანტიას. გარდა თეორიული სწავლებისა, სასწავლო ცენტრში ჩატარდება პრაქტიკული მეცადინეობები, რისთვისაც მოეწყო ტექნიკური ინსპექტირების 1 უნივერსალური და 6 LV ტესტირების ხაზი, სულ 7 ხაზი. ცენტრი აღჭურვილია ბრენდი-კომპანიების აპარატურით: MAHA (გერმანია), CAPELEC (საფრანგეთი)

ცენტრში სწავლებას გაივლიან შემდეგ ტექნიკურ პროფესიებში: ინსპექტორი, ტექნიკური მენეჯერი, ხარისხის მენეჯერი, მძღოლების და გადამზიდველების სპეციალური მომზადება, სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების სპეციალისტი, სპეც-ტექნიკის ოპერატორი მძღოლები, სპეციალური მომზადება უსაფრთხოებაზე, ავტოსატრანსპორტო ექსპერტიზა და სხვა.

კავკასიის სასწავლო-საგამოცდო ცენტრი თანამშრომლობს ავტომობილების ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტთან (CITA). ცენტრის სასწავლო პროგრამები განისაზღვრება საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად, პარტნიორ გერმანულ კომპანიასთან შეთანხმებით, ხოლო სასწავლო პროგრამის წარმატებით გავლის შედეგად გაიცემა სერტიფიკატები.

 


Subscribe

Signup with email

Scheduled events
View all