Georgian Vehicle Inspection Bodies Association
EN
საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ვირუსი

მსოფლიოში განვითარებული მოვლებიდან გამომდინარე, დღეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შესაბამისად covid-19 გავრცელების თავიდან ასარიდებლად, საჭიროა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნების საფუძველზე რიგი რეკომენდაციების გათვალისწინება:

> მუნიციპალიტეტებში გაზარდეთ ავტობუსების რაოდენობა მინიმუმ ორჯერ. რაოდენობის გასაზრდელად გამოიყენეთ საქალაქთაშორისო ავტობუსები, აგრეთვე ტურისტულ კომპანიებზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებები. ცნობისთვის: საქართველოში რეგისტრირებულია 23 000-ზე მეტი ავტობუსი;

> ამ გზით შემცირდება ლოდინის დრო, აგრეთვე, საზ-ტრანსპორტში შემცირდება მგზავრებს შორის სიმჭიდროვე; მაგალითად, დედაქალაქში ავტობუსების რაოდენობა გაზარდეთ 1 500-მდე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ხარჯზე; საზ-ტრანსპორტი მგზავრებით უნდა დაიტვირთოს მხოლოდ 50 %-ით;

> ავტობუსებში, მიკროავტობუსებსა და ტაქსიშიც დაამონტაჟეთ მძღოლის სივრცის მგზავრებისგან გამოსაყოფი დამცავი. უზრუნველყავით მძღოლები ყველა საჭირო დამცავი საშუალებით;

> ჩამოაყალიბეთ დროებითი სამსახური: „მგზავრის დამხმარე პერსონალი“, რომლის მთავარი ფუნქციაა, მგზავრებს ადგილზე მიაწოდოს რეკომენდაციები, გააცნოს საგანგებო წესები და მიუთითოს წესების დაცვისკენ. ჩვენ შემთხვევაში, ასეთი ფუნქცია გადამზადების შემდეგ შეიძლება შეასრულონ „კონტროლიორებმა“;

> დააწესეთ ყოველდღიური კონტროლი მძღოლების ჯანმრთელობაზე;

> განალაგეთ სპეციალური ნიშნულები და დისტანციის მიმთითებელი ნიშნები ყველა სატრანსპორტო საშუალებაში, ავტობუსში, მიკროავტობუსში, ავტოსადგურში, გაჩერებაზე, მეტროს მოსაცდელ სადგურსა თუ მატარებლის ვაგონში;

> მონიშნეთ დასაჯდომი ადგილები, რათა მგზავრებმა დაიცვან მოთხოვნილი მანძილი. შეამოწმეთ ნიშნულები ყოველდღიურად, რომ მისი დაზიანების ან მოძრობის შემთხვევაში დროულად შეცვალოთ ახლით;

> მგზავრები ავტობუსში ჩასხდომა/გადმოსხდომისას სარგებლობენ სხვადასხვა კარით;

> საზ-ტრანსპორტში დაამონტაჟეთ მოწყობილობა (სანიტაიზერი) ხელის დასამუშავებელი სპირტის შემცველი ხსნარის მისაღებად;

> ჩაატარეთ სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ავტობუსების გაჩერებებზე, ავტოსადგურებში, მეტროსადგურებში და თავად სატრანსპორტო საშუალებებში. აგრეთვე მეტროსა და მატარებლების ვაგონები დაამუშავეთ შესაბამისი ხსნარით;

 

დავით მესხიშვილის სვეტი.

 

GVIBA-ინსპექტირება საქართველოს მასშტაბით

www.pti.ge


Subscribe

Signup with email

Scheduled events
View all